Digest Logo

„ვის გაგიკეთებიათ ამდენი საკუთარი ქვეყნისთვის, რაც ამ პატარა ბიჭმა გაუკეთა საქართველოს?“ - ვის მიმართავს ნინი შერმადინი

1719691111
ნინი შერმადინი

ამერიკაში მცხოვრები და იქ მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარს,რომელიც მან პორტუგალიასთან დიდი გამარჯვების შემდეგ გააკეთა - „ჩვენი ქვეყანა ვასახელეთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეთ ვინმეს ხვიჩაზე ამის მერე?

მოკითხვა ყველას ცუდსაც და კარგსაც...

კითხულობს ყველაფერს, ესმის ალბათ და წარმომიდგენია თითოეული ცუდი კომენტარი როგორ სტკენს გულს.

ვის გაგიკეთებიათ ამდენი საკუთარი ქვეყნისთვის, რაც ამ პატარა ბიჭმა გაუკეთა საქართველოს? როგორ გგონიათ თქვენ უფრო მეტს მოსთხოვთ ვიდრე იგი, სთხოვს საკუთარ თავს?

ან რა არ მოგწონთ, რა არ გააკეთა სწორად?

რამდენ ემიგრანტს ააწევინა თავი მაღლა? მათ შორის მეც!

მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, რომ იგებენ საქართველოდან ვარ „კვაარაააა“ ესე გამოხატავენ აღტაცებას!

მადლობა მის მშობლებს და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი კვარა გვყავს!

წარმატებები და წინსვლა საქართველოს საამაყო ბიჭს!“,- წერს ნინი შერმადინი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ რეზი არველაძე: დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ იყო შემთხვევითობა, ფაქტობრივად, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში

⭕ „ფეხბურთი მაინც რა არის, არა? მხოლოდ გოლი არ არის...“- რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

⭕ „რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა დაიწყეს, ჯერ არც დაუმთავრებიათ...ისტორია ადასტურებს, რომ ასეთებს ვერ აჩერებენ - ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს“ - გია მურღულია