Digest Logo

„ვისაც ხვიჩას ტრავმა გაგიხარდათ სამწუხარო ამბავი მაქვს...“ - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა?

1769707169
 ნიკა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ კოჭის ტრავმა მიიღო. ის მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფეხბურთელის ძმა, ნიკა კვარაცხელია წერს და კრიტიკოსებს მიმართავს:

„ვისაც ხვიჩას ტრავმა გაგიხარდათ სამწუხარო ამბავი მაქვს, 2 კვირაში ბრუნდება“, - წერს ნიკა კვარაცხელია.

როგორც აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის. არ აღენიშნება მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი. შესაბამისად სპორტსმენი მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა „ნიუკასლთან“ მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება - ცნობილია, რა დაზიანება მიიღო მან „ნიუკასლთან“ მატჩში

⭕ილია თოფურია სასახლეს, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა 3-მილიონ ევროდ ყიდის

⭕„მოერიდეთ კრიტიკას, განსჯასა და ჭორებს“ - 29 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან