Digest Logo

„ყველაფერში ზედმეტი როგორ მოგვდის. კი, ვგლოვობთ ყველა, მაგრამ სხვებს ვუმოწმებდეთ გლოვის ლეველებს და ვაიძულებდეთ ზუსტად ჩვენს იდენტურად გამოხატავდნენ - ძალიან ზედმეტია“ - გურამ შეროზია

1691314570
გურამ შეროზიაგურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შოვში მომხდარ ტრაგედიაზე წერს. 

ბლოგერის თქმით, ყველა ადამიანი გლოვობს, თუმცა ქორწილის და მნიშვნელოვან დღეების გადადება, ამ პერიოდში, რომელიც დიდი ხნის დაგეგმილი აქვთ არასწორია.

„ყველაფერში ზედმეტი როგორ მოგვდის.
ადამიანები მთელი წელი გეგმავენ ქორწილებს და მნიშვნელოვან დღეებს და ხალხი რომ უვარდება და ლანძღავს კომენტარებში. კი, ვგლოვობთ ყველა, მაგრამ სხვებს ვუმოწმებდეთ გლოვის ლეველებს და ვაიძულებდეთ ზუსტად ჩვენს იდენტურად გამოხატავდნენ - ძალიან ზედმეტია.

ზოგი იმდენად ისტრესება, ეს ვითომ „გართობაც” ყურადღების გადატანის და საშინელი რეალობისგან გაქცევის მცდელობაა.

დიახ, დისკოტეკებიდან და ღრეობიდან სიცილ-ხარხარი მეც მეზედმეტება და ცუდად მხვდება, მაგრამ ქორწილებს, მუშაობას, გაყიდვებს და აუცილებელ რამეებს ნუ ვუშლით სხვებს და ზოგადად, კაცმა არ იცის ხვალ რა მოხდება, რით ვეღარ გავიგეთ, რომ მხოლოდ სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს და აღარაა ამ უაზრო აგრესიის დრო!“ - წერს გურამ შეროზია.

 

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ და მათთან კონტაქტზე ვერ გადიან.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-იდან რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა... გადავრჩით მთელი ოჯახი მე მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი“ - რას წერს შოვის მეწყერს გადარჩენილი გოგო

🔵„ვინც ახლანდელ ტრაგედიაზე წერთ, რომ ვინც გამოასწო ტრაგედიას თურმე ღმერთს ჰყვარებიაო, იმდენი ჭკუაც არ გყოფნით და არც სინდისი გაგაჩნიათ, ამით იმას უსვამთ ხაზს, რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია“ - თეა გვიჩიანი

🔵„როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე, მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი“ – მარიტა გუტაშვილი