პოლიტიკოს გია ბარამიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მის უკრაინელ მეუღლეს, ანნა ფილიპჩუკს შვილი გარდაეცვალა.
ახლახან გარდაცვლილი საქართველოში ჩამოასვენეს და პოლიტიკოსმა დაკრძალვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.
„მეგობრებო, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ჩემი და ანუტას მწუხარების გაზიარებისთვის!
მარიას გამოსვენება იქნება კვირას, 4 საათზე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან.
სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით, ვაჟა-ფშაველას 33“, - წერს გია ბარამიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ასპინძელ სკოლის მოსწავლეს მტკვარში ეძებენ
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში