
სოციალური ქსელის მომხმარებელი ეთნიკურად სომეხი გოგო ვარსენიკ ვარდანიანი ფეისბუკზე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც სომეხი მოსახლეობის მიმართ აგრესიით გამოირჩევა.
„დღეს დაიწყო სწავლა სკოლებში და წესით, რამე კარგს უნდა ვწერდე, ნუ მილოცვა მაინც.
დილით 7 საათზე გავიღვიძე და წავიკითხე შემდეგი სიტყვები „სომხეთი რუკაზე არ უნდა არსებობდეს. ყველაზე ნაგავი ხალხი მსოფლიოში”. ჰოდა მე, ეროვნებით სომეხი ადამიანი, საკმაოდ კარგად ვფლობ ქართულ ენას, რაც ძალიან მახარებს და არც თუ ისე ცუდი მოქალაქე ვარ, იმიტომ რომ, როგორც ვიღაცამ ბრძანა „ყველაზე ნაგავი ხალხის” ერთ-ერთი წარმომადგენელი ასუფთავებს თქვენს ქვეყანას, თქვენი კარგად აღზრდილი შვილების გადაგებული ნაგვისგან.
ღმერთო მადლობა, ამ ყველაფრის ფონზე არავის მიმართ რომ არ მაქვს სიძულვილი.
პ.ს. არავინ მითხრათ გულთან ახლოს ნუ მიგაქვსო“, - წერს ვარსენიკ ვარდანიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇