Digest Logo

🎥 „10 ბავშვი მყოლია ერთად ვირუსიანი, ჩამოწერილი მქონდა კედელზე, ვის რა დოზა წამალი სჭირდებოდა...“ - რას ჰყვება 13 შვილის დედა და 22 შვილიშვილის ბებია

1772645367
ნინო ბზვანელი

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით გადაცემაში „დღის პოსტი“  სტუმრად იმყოფებოდა 13 შვილის დედა და 22 შვილიშვილის ბებია - ნინო ბზვანელი. 

მან გადაცემაში  მრავალშვილიან დედობაზე და მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა. 

„13 შვილის დედობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და განცდა მაქვს, რომ ლუპით მაკვირდებიან. ჩემი მეუღლე ტაძრის წინამძღვარია და ძალიან დიდი მრევლი ჰყავს. მეც, როგორც მისი მეუღლე, სამაგალითო უნდა ვიყო და ყოველთვის ფორმაში, ყველანაირი გაგებით. მე ის მიხარია, რომ ჩვენ მაგალითი ვუჩვენეთ არა მარტო ჩვენს მრევლს, არამედ სრულიად საქართველოს, სანაცნობოს. ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჩემი შვილებიც, ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ჩვენი მაგალითით ბევრმა ადამიანმა გააჩინა ბევრი შვილი და ეს ძალიან მახარებს. ჩვენს ტაძარში მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია შევქმენი. 35 ისეთი ოჯახი გვყავს, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავთ. ჩვენს ორგანიზაციაში 230-ზე მეტი ბავშვია. ერთი ოჯახივით ვართ.

ნებისმიერი დედისთვის განსაკუთრებული სირთულეა ის, როცა შვილი ავად ხდება. იყო ისეთი შემთხვევა, ვირუსი ყველას ერთად გადასდებია. 10 ბავშვს უნდა მისცე წამალი, სხვადასხვა დოზა. ჩამოწერილი მქონდა, ვის რა დოზა სჭირდებოდა და პლუსებს ვუსვამდი, რომ არ ამრეოდა. ოღონდ ბავშვები ცუდად ნუ გახდებიან... ამაზე დიდი სირთულე არ მქონია.

მამაო, გარდა იმისა, რომ იდეალური მეუღლეა, იდეალური მამა და ბაბუაა. ბავშვებს ისე ტკბილად ვზრდიდით, რომ ამბობენ, რაც მშობლებმა მოგვცეს, გვინდა, იგივე ჩვენმა შვილებმაც განიცადონო“, - ამბობს ნინო ბზვანელი. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სანამ ხარ, ნუ იმწარებ სიცოცხლეს, სხვის ჯიბრზე და ჯინაზე კარგად ვერასოდეს იქნები, გაეჯიბრე საკუთარ თავს“- რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕გიორგი ძოწენიძე დედას: „მადლობა ყველაფრისთვის“

⭕ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „დიდხანს და ბედნიერად იყავით“