Digest Logo

2 ქორწინება, ბავშვობის სიყვარული, ბრძოლა მძიმე სენთან და სტიქაროსნობა - გიორგი მახარაძის პირადი ამბები

1637583110
მახარაძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი მახარაძე ყველასთვის საყვარელი არტისტია. მას მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟი მაქსიკოს როლი განასახიერა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

დღეს სწორედ მის პირად ამბებზე მოგიყვებით, რაზედაც მსახიობი ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.

ინტერვიუს ამონარიდი ჟურნალ „თბილისელებიდან“:

– ნათესავები თუ არიან ასე შენს პირად ცხოვრებაში ჩართულები?
– როგორც სერიალში უწყვეტენ „მაქსიკოს“ ნათესავები: რა ქნას, ვისთან ერთად იყოს და ვინ მოიყვანოს ცოლად, ჩემს ცხოვრებაში ასე არ ხდება (იცინის). ჩემი პირადი ჩემივე გადასაწყვეტია. მაქსიმეც ასეთი რომ არ იყოს, გადაუწყვედნენ კიდეც დედა და დეიდა ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამოსდით.
– ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა მაქსიმეს – წაგებული თანხა, რაც დღეს ძალიან აქტუალური და მტკივნეული საკითხია. შენც თუ გქონია მსგავსი პრობლემა?
– ვალების მხრივ მეც რთული მდგომარეობა მაქვს, მაგრამ თამაშის გამო ბანკებში სესხები არ მაქვს. იმ დონეზე არასდროს მითამაშია, რომ ფულზე „ჩალიჩი“ დამჭირვებოდა. მოყვარულის დონეზე კი, მაგალითად, ფეხბურთზე დადებული ფსონი დამიკარგავს, მაგრამ დიდი თანხა არასდროს წამიგია. მერე ამისთვის, რომ წავსულიყავი და რამე დამელომბარდებინა ან სესხი გამომეტანა.

– როგორ დაიწყო თქვენი და მარიამ ნადირაძის ურთიერთობა?
– ოთხი წელი ჯგუფელები ვიყავით, ორივე ერთი პროფესიის ვართ. თუმცა, მაშინ ორივეს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. მე დაქორწინებული ვიყავი და მე და მარიამი მხოლოდ მეგობრები ვიყავით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ცოლს დავშორდი. მერე ერთ სპექტაკლში ერთად მოგვიწია თამაში და მახსოვს, მაშინ შევხედეთ ერთმანეთს სხვანაირად. მას შემდეგ, ჩვენ შორის ნელ-ნელა გაჩნდა სიყვარული და ახლა, როგორც ხედავთ, ერთად ვართ.

– სიყვარულის ამბებში როგორ იყავი?
– მეოთხე კლასში ერთი ჩემი კლასელი მიყვარდა. ეს გოგო ჩემს მეორე კლასელსაც უყვარდა. გოგომ ორივე ბიჭი დაგვაყენა და პირობები წამოგვიყენა. მითხრა, თუ გაკვეთილებზე ჭკვიანად მოიქცევი, არ გააცდენ და კარგად ისწავლი, მაშინ შენი შეყვარებული ვიქნები, თუ არა და მაშინ – იმისიო. ვაიმე, შანსი მომეცა, რომ ჩემი შეყვარებული გამხდარიყო და მეორე დღეს უკვე მომზადებული მივედი – პირველივე გაკვეთილი ნასწავლი მქონდა. წყნარად დავჯექი, ხელები ერთმანეთზე დავაწყვე და თან, ამ გოგოს ვუყურებ – ხომ ხედავს, რომ კარგად ვიქცევი-მეთქი. რამდენიმე გაკვეთილი და დასვენება „გავქაჩე“ ისე, რომ გარეთაც არ გავსულვარ. მითხრა, შემდეგ შესვენებაზე გეტყვი პასუხსო. ერთი გაკვეთილიც როგორღაც გავძელი და უცებ „გაიჩითა“ დიდი დასვენება. აი, ეს გამოცდა კი ვეღარ ჩავაბარე და ასე მივიღე სიყვარულზე უარი. თუმცა, როგორღაც გადავლახე ეს ამბავი. მეხუთე-მეექვსე კლასში დეპრესიები მქონდა, მაგრამ მერე გამოვედი მდგომარეობიდან და „გამეხსნა“.
– ეს პირველი სიყვარული იყო?
– არა, ბაღშიც მიყვარდა, თან, მაგრად მიყვარდა ის გოგო. ფარიკაობა დავდგით და მახსოვს, ვისაც ვეფარიკავებოდი, იმასაც ეს უყვარდა. ისე ვიყავი შეყვარებული, რომ მთელი მონდომებით ვფარიკაობდი, შეიძლებოდა, მართლა დამერტყა მისთვის ხმალი. მერე, მერვე კლასში ვიყავი, ერთი წლით უფროსი გოგო რომ შემიყვარდა და „დიდი გოგოს“ სიყვარული – ეს უკვე სერიოზული ამბავი იყო. მრცხვენოდა, ხელი რომ ჩამეკიდა. არც ველაპარაკებოდი, საჩუქარს თუ მივუტანდი, ისე მივაწვდიდი, რომ სიტყვასაც არ ვეტყოდი...

მარიამ ნადირაძე და გიორგი

გიორგი წლებია, მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. მათ სიყვარული ქორწინებითაც განამტკიცეს და 2021 წლის 26 იან­ვარს გოგონა შეეძინათ.

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა.

მახარაძის პირველი მეუღლე თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი გახლდათ. წყვილს ერთი შვილი - ელენე შეეძინა.

ბრძოლა მძიმე სენთან

წლების წინ მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. ის სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა, საბედნიეროდ მან დაძლია მძიმე სენი და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

„დიაგნოზი იყო… სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო. ველოდებოდი მაგ პასუხს და ფურცელზე ბეჭედ დარტყმული მომიტანეს, რომ ეგ არისო. შიშის გრძნობა და ნერვიულობა იყო…

სიმსივნე და მორჩა… პირველი ეგ გაგიელვებს თავში… გვერდზე მშობლებს, დედას და მამას ფერი აღარ ჰქონდათ, თვალები აღარ ჰქონდათ, ძალიან ნერვიულობდნენ…

რამდენიმე მელოტი ძმაკაციც მყავს და იმათ მე ვეუბნებოდი, თქვენ გამო გადავიხოტრე, მარტოები რომ არ იყოთ-მეთქი და რამდენიმემ ჩემ გამო გადაიპარსა. რაღაცნაირად, სხვანაირად გიხარია. თუმცა, ჩემს საძმაკაცოში ჩემს ამბავს სულ იუმორით ვუდგებოდით, ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია. ვინც არ იცოდა ჩემი დამოკიდებულების შესახებ, ცოტა დაძაბული მოდიოდა, მაგრამ რომ ხედავდნენ, თვითონ ვხუმრობდი ამ ყველაფერზე, მერე თვითონაც თავისუფლად იყვნენ. ეს დიაგნოზი, ალბათ, ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება, გითხრან. მაგრამ ამაზე ბევრჯერ მქონდა ნაფიქრი. გარშემო ამდენ ადამიანზე რომ გაიგებ, იმას აქვს, ამას აქვსო, მერე საკუთარ თავზეც ფიქრობ. და რომ წარმოვიდგენდი, შეიძლება, ეგ მეც დამემართოს-მეთქი, ძალიან მეშინოდა. ვერც ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა, მაგრად დავმდგარიყავი. თუმცა, როცა ეს ყველაფერი რეალობაში გადმოვიდა, მერე თავისთავად მოხდა ასე“, - ამბობდა გიორგი.

სტიქაროსნობა

პატრიარქის სტიქაროსანი პირველი კლასიდან, დაახლოებით, მერვე კლასამდე ვიყავი. მთელი ბავშვობა სიონში გავატარე. იმდენი წელი ვიყავი მის გვერდით, რომ მესმოდა პატრიარქთან შესვლაზე რა ხდებოდა, მიკვირდა, რადგან ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. პატრიარქის შემოსვის ბედნიერება ყველას არ აქვს. ერთხელ ორი ღილი მეც შემაკვრევინეს, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო. სტიქაროსნები „ტერმინატორას“ მეძახდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა