რამდენიმე კვირის წინ „იუთუბის“ არხზე გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელიც საკმაოდ ლამაზი და თვალში საცემია, ბევრი ნახვაც აქვს და როგორც თავად ნეკა ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს.
Lick Me (ამლოკე) - ასე ჰქვია სიმღერას. ნეკა დოროყაშვილის კლიპის რეჟისორი ზურა ბურჯანაძეა.
ნეკა დოროყაშვილის განმარტებით, კლიპი წარმოადგენს ქალის სიძლიერისა და შემოქმედებით თავისუფლების გზავნილს და შინაარსი ფილოსოფიურია, რომელსაც გაგება უნდა.
ნეკა დოროყაშვილს კლიპს ეხმაურება ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„საქართველოში არ ვიმყოფები და ამ დრომდე ვერ მივხვდი ნეკა დოროყაშვილის „ამლოკე“ რას ნიშნავს. არც კლიპი მინახავს, რადგან ვგრძნობ რომ ჯერ უნდა ავლოკო ჩემივე გადაფურთხებული, რომელიც მის დაცვაში გავატარე“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შაქრით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას“ - რას წერს დერმატოლოგი