„რომ ვიზრდებოდი უკვე ვიცოდი, რომ მოგზაურობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც მე მინდოდა მოგზაურობა“, - ამის შესახებ ცნობილი მოგზაური სოსო ნებიერიძე „კაცმანის პოდკასტში“ საუბრობს.
მან ისაუბრა ბავშვობაზე და გაიხსენა მისი პირველი ბიზნესი და ფულის შოვნის პირველი ნაბიჯები:
„ჩემი მთავარი მიზანი გახდა მქონოდა საკუთარი შემოსავალი. არ გავზრდილვარ მდიდარ ოჯახში, გვიჭირდა და ამიტომ მიზნად დავისახე, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა, რომელსაც მოგზაურობაში დავხარჯავდი. 15-16 წლის ასაკში დავიწყე ამაზე ფიქრი, ხოლო 17 წლის ასაკში უკვე მოქმედება.
მე, ჩემმა ძმამ და ძმაკაცმა თიანეთში კაკალი ვიყიდეთ გლეხისგან ტომრებით, რომლებსაც ვამტვრევდით ჩვენ და შემდეგ დარჩეულ ნიგოზს ვაბარებდით, ხან რესტორნებში, ხან კი ბაზარში.
ვიშოვეთ 2000-3000 ლარამდე თანხა, რაც იმ დროისთვის კარგი თანხა იყო. ეს თანხა ისევ ჩავდეთ ამ ბიზნესში და 18 წლის, როცა გავხდი მამიდაჩემმა გადაწყვიტა მე და ჩემ ძმას დაგვხმარებოდა, რომ დაინახა ასე ვშრომობდით და გავხსენით საგალანტერიო მაღაზია.
შინაგანად ყოველთვის მინდოდა, ბიზნესი მქონოდა“, - ამბობს მოგზაური.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით ექიმი, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში 363 პაციენტი მიიღო