Digest Logo

„არ მიყვარს ტუჩების დაბერვები და სახის გადაჭიმვები“ - ქეთი ჩხეიძე

1642020405
ქეთი ჩხეიძე

მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ ჟურნალთან „სარკე“ თავისი პროფესიის სირთულეებსა და თავის მოვლაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– დიდებულია მსახიობობა, მაგრამ რამდენად გაძლევთ თქვენი პროფესია ნორმალური ცხოვრების საშუალებას?

– ჩვენმა თაობამ იწვნია ჩვენი პროფესიის სიძნელეები. მსახიობის ხელფასით, სამწუხაროდ, ვერ იარსებებ, უფრო სწორად, იარსებებ, მაგრამ ვერ იცხოვრებ. შეიძლება მშობლებიც ამიტომ ეწინააღმდეგებიან შვილებს, რადგან იციან, რომ ათასში ერთი გამოდის ძალიან გამორჩეული და თან იღბლიანი, სხვებმა კი მთელი ცხოვრება უნდა იწვალონ და შეიძლება ვერაფერს მიაღწიონ.

– მიდის დრო, ნელ-ნელა გვემატება წლები. როგორ ებრძვით ასაკს და ხომ არ განიცდით, რომ ახალგაზრდობამ ჩაიარა?

– რაც უნდა ეჭიდაო ასაკს, ბოლომდე ვერასდროს მოერევი. შეიძლება ცოტა შეანელო დაბერების პროცესი, ამისთვის დღეს ბევრი საშუალება არსებობს. არ მიყვარს ზედმეტი გულმოდგინება, ტუჩების დაბერვები და სახის გადაჭიმვები.

ძალიან საღად ვუყურებ, რომ მოვა დრო, როცა დავბერდები. მინდა, დავბერდე ჯანმრთელად. მთავარია, სიბერე ტვინს არ შეეხოს, რადგან როგორც აზროვნებ, ზუსტად ისე გამოიყურები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„20 წლის წინანდელი დანაშაული დადასტურებულიც რომ იყოს, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵„მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი დაკვირვება კლინიკური პრაქტიკიდან“ - ნანა გეგეჭკორის რჩევები „ომიკრონთან“ დაკავშირებით

წყარო: sarkenews.ge