Digest Logo

„არაჩვეულებრივი გემოვნების და გარეგნობის ქალი“ - შორენა ბეგაშვილის ახალი გლამურული ფოტოები

1779285167
შორენა ბეგაშვილი

მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, ბოლო რამდენიმე წელია სხვადასხვა ქვეყანაში დადის სამოგზაუროდ და ულამაზეს კადრებს გვიზიარებს ხოლმე.

გულშემატკივრებისთვის არანაკლებ განხილვის საგანია შორენა ბეგაშვილის სახლი თბილისში, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლი სავსეა ფუფუნების საგნებით, აუზითა და ფიტნესდარბაზით.

შორენა ამჯერად სწორედ სახლში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, სადაც თავის ძაღლთან ერთად ეზოში, აუზთან პოზირებს.

კადრებმა გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:

„არაჩვეულებრივი გემოვნების და გარეგნობის ქალი“,

„როგორი ლამაზი სახლი გაქვს, შენსავით“,

„საოცარ ფორმაში ხარ შორე“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს მიმდინარე წლის თებერვალში ხელი სთხოვეს. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.

იგი ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა დანიშნული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ის ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 43 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ უსაფრთხო რუჯი: როგორ მივიღოთ მზისფერი კანი ჯანმრთელობის რისკების გარეშე

⭕„ჰგავხარ თუ არა ქრისტეს, დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ ფესვები, რომლებიც გვქმნის: როგორ მართავს საგვარეულო ჩვენს ცხოვრებას - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი