
„გელა ბარკალაია... ციხე... ციხე... ზონა...“, ეს სიტყვები სოციალური ქსელიდან, ალბათ, ყველასთვის კარგად ნაცნობია, რაც 60 წლის ბიზნესმენმა, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელმა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნაჩუქარ ნარდის დაფაზე დააწერა, თუმცა ძვირფასი საჩუქარი ადრესატამადე ჯერ არ მისულა.
ეპატაჟური ბიზნესმენი მოლოდინის რეჟიმშია, როდის ესტუმრება მას ცნობილი ფეხბურთელი და საზეიმოდ გადასცემს ხელნაკეთ ნარდს. გელა ბარკალაიას სახელი საქართველოში დღეს ბავშვმაც იცის და მოხუცმაც.
მან „იუთუბზე“ საკუთარი არხი გააკეთა და ჩაწერა ვიდეო, სადაც საკუთარი სახლის მინი ტური მოაწყო და გამომწერებს სახლი დაათვალიერებინა.
„დღე და ღამე ვშრომობ. ჩემი შემოსავლის მინიმუმ 30% მიდის საჩუქრებში და ხალხის დახმარებაში, ისეთ ადამიანებში ვისაც არ ვიცნობ და არც მინახია. სიძლიერეს სწორედ ის ადამიანები მაძლევს, ვისაც ვეხმარები. მე არასოდეს, არავის არ მეშინია.
ისტორიას არ ახსოვს, რომ ვინმესგან ფული მესესხებინა 1 ლარიც კი არ გამომირთმევია ვინმესთვის.
ასეთი გემოვნებიანი სახლი თბილისში, ცოტა თუ იქნება და ეს ჩემი ხელით არის გაკეთებული, ჯერ კიდევ 25 წლის უკან, ეს ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია“, - ამბობს გელა ბარკალაია.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: