Digest Logo

„ბავშვები მეუბნებიან: დედა, რატომ მოიწყინე, მამა გენატრება? მაჩვენე მამას ტანსაცმელებიო, ჰგონია, თუ ისინი გარდერობში იქნება, ნიკა დაბრუნდება...“ - ნინო ბერიძე მეუღლეზე

1673512074
ნინო ბერიძე

მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. გამოცემა „თბილისელები“ მსახიობის მეუღლეს - ნინო ბერიძეს ესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ნიკას გარეშე ცხოვრება ტკივილით არის სავსე.

👉„გაცნობიდან, დაახლოებით, ცხრა თვეში დავქორწინდით... მალევე შემიყვარდა, რადგან მასთან თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი“ - ნიკას და ნინოს ამბავი სიყვარულისა

👉უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები

„რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია ნიკას გარეშე, მით უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში. ნიკას გარდაცვალებიდან პირველი პერიოდი შოკში ვიყავი, ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მერე, როცა ჩვენ გარშემო ხალხი დაიფანტა და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი ნიკას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვჭირდება მისი გვერდით ყოფნა, შვილებს ძალიან აკლიათ მამა. განსაკუთრებით რთულია ახალი წლის დღეები, 5 იანვრის მოახლოება...

ვცდილობ, შვილებს ეს დანაკარგი შევუმსუბუქო. არ მინდა, მათ ჩემი ცრემლები და ტკივილი დაინახონ. სახე რომ შემეცვლება ხოლმე, მაშინვე მეუბნებიან - დედა, რატომ მოიწყინე, მამა გენატრება? ჩვენც გვენატრება... რაც შემიძლია, ვცდილობ, დავიცვა ისინი ტკივილისგან.

მიჭირს ამ თემაზე მათთან საუბარი. ჯერ ძალიან პატარები არიან და ვერ გაიაზრეს, რა ხდება. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს. უფროსი ხშირად მეუბნება: აბა, მაჩვენე მამას ტანსაცმელები თუ გვაქვს გარდერობშიო. ალბათ, ფიქრობს, თუ ტანსაცმელი ისევ თავის ადგილას გვაქვს, მამა დაბრუნდება და ამიტომ ხშირად ამოწმებს. მეც არაფერს ვცვლი.

რაც შეეხება ნიკას დედას - ნელი კიდევ უფრო განიცდის ამ ყველაფერს. დედისთვის შვილი ყველაზე დიდი ტკივილია. ისიც გულში იკლავს ბავშვების გამო, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აისახება ეს განცდები. ნერვიულობაზე შაქარი შეიძინა და არ არის კარგად.

ერთმანეთს ვანუგეშებთ. ვცდილობთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის. მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა გვაძლებინებს ამ დარდისთვის. არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილი დაგავიწყდება ან გაგინელდება. ის სულ შენს გულშია, უბრალოდ, სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. რამდენ ხანსაც აიტანს შენი ორგანიზმი, რამდენ ხანსაც გასტანს შენი ჯანმრთელობა, იმდენ ხანს ცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად.

გამიგია ქალების შესახებ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ რომ ლოგინად ჩავარდნენ და მათ შვილებს წლები სხვები ზრდიდნენ. ეს ეგოისტობა მგონია. მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებდი. ვიცოდი, რომ ჩემზე უკეთ ჩემს შვილებს ვერავინ გაზრდიდა და ვცდილობ, მათ გამო მაგრად ვიყო, თავი გავიმხნევო. ჩემს თავს ხშირად ვეუბნები: „მე შვილები მყავს“ და ეს მაძლევს ძალას, რომ ფეხზე მყარად ვიდგე“, - ამბობს ბერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს მოერიდეთ კონფლიქტს, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია“ - გიორგი კეკელიძე

🔵„ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ნუ ინერვიულებთ - მთავარია თავი არ დავარტყი...“ - რა შეემთხვა ნიკა ქავთარაძეს

წყარო: tbiliselebi.ge