Digest Logo

🎥 „ბებოს ფეხის თითზე ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა და მე „ზარას“ კაბა მეცვა“ - როგორ დაისვენეს ხატია სიჭინავამ და რამაზ ნოზაძემ მონაკოში, წყვილის შთაბეჭდილებები „დღის პოსტში“

1757508790
რამაზი და ხატია

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და მისი მეუღლე და რამაზ ნოზაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმრები იყვნენ. 

წყვილმა 2025 წლის ზაფხულზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაატარეს. 

წყვილი აღნიშნავს, რომ ხშირად აძლევენ თავს უფლებას იმოგზაურონ შვილების გარეშე:

„ძალიან კარგი იყო მეგობარმა გაგვიკეთა საჩუქარი, არც ნიცაში და არც მონაკოში, ნამყოფი არ ვიყავი.

მონაკოში ვფიქრობ, რამდენიმე დღით თუ გაჩერდები, რადგან ბოლოს გატყავებული წამოხვალ, ისეთი ძვირიანი იქაურობა.  ქმრის დატოვება მომიწევდა, ისეთი ფასები იყო. ბებოს ფეხის თითზე ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა და მე ზარას კაბა მეცვა.

ჩვენ თავს ყოველთვის ვაძლევთ უფლებას, დავისვენოთ შვილების გარეშე, ეს ოჯახისთვის აუცილებელია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ეს ტრადიცია და ვცდილობთ ჩვენი ცოლქმრობა არ გახუდენს. შვილების გარეშე უნდა დაისვენონ, იმისთვის, რომ ერთმანეთს მოეფერონ.

ხატია ჩემთვის კომფორტული ქალია, არ აქვს შეზღუდვები, „ის გააკეთე, ეს გააკეთე“. სასიამოვნოა, რომ ხატია ჩემი ცხოვრების მეგზურია“,- ჰყვებიან ხატია და რამაზ ნოზაძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სალომე შარვაძე დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს - „იბრწყინე ჩემო საყვარელო“

🎥 „წარმოიდგინეთ, სადამდე მივედი, რომ წამლის სმა დავიწყე...“ - რუსკა მაყაშვილი ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე

⭕ ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელიც სექტემბერში წარმატების გასაღებს იპოვის - „მიმდინარე თვე ძალიან ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას გაძლევთ“