Digest Logo

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

1719671211
თაკო თუხაშვილი

ყველასთვის საყვარელი მომღერალი დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა, ცნობილია რომ მას ორი ქალიშვილი ჰყავს წინა ქორწინებებიდან, ახლა კი ვაჟი შეეძინა. 

სასიხარულო ინფორმაცია მომღერლის დამ, თეა ხუჯაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დაიბადა თემური ხუჯაძე, სამგზის მამიდა ვარ უკვე“, - წერს თეა ხუჯაძე.

მომღერალი დათო ხუჯაძე წლებია პროფესიიდან გამომდინარე მედიის ყურადღების ცენტრშია. 49 წლის მომღერალი მსმენელს ახალი რეპერტუარებით დღემდე ანებივრებს.

მომ­ღე­რალ დათო ხუ­ჯა­ძეს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს უყ­ვარ­და. ერთ დროს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყო, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, ხან ვის­თან აწყვი­ლებ­დნენ და ხან ვის­თან.

მოს­კოვ­ში წას­ვლის შემ­დეგ ხუ­ჯა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქორ­წი­ნა. მისი მე­უღ­ლე ნა­თია ონი­ა­ნი გახ­და, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. და­თოს და ნა­თი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ლა­ნოც შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. დათო ცოლ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არას­დროს სა­უბ­რობს.

თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ ყო­ფი­ლი ცოლი მას შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევდა, რა­საც მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდა. 

მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს ამ ქორწინებიდან, მეორე შვილი ილა ეყოლა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელი იყო.

დათო ხუჯაძის მესამე რჩეული და ამჟამინდელი მეუღლე თაკო თუხაშვილია, რომელზედაც გასული წლის სექტემბერში იქორწინა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ რეზი არველაძე: დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ იყო შემთხვევითობა, ფაქტობრივად, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში

⭕ „ფეხბურთი მაინც რა არის, არა? მხოლოდ გოლი არ არის...“- რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

⭕ „რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა დაიწყეს, ჯერ არც დაუმთავრებიათ...ისტორია ადასტურებს, რომ ასეთებს ვერ აჩერებენ - ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს“ - გია მურღულია