ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. იგი წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა, არხის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. შემდეგ კი მან „იუთუბის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა და საკუთარი პოდკასტი გააკეთა.
ამჯერად, გვანცა სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს და ტელევიზიიდან წამოსვლის პერიოდზე წერს.
„ეს ფოტო გადაღებულია 2022 წლის 29 ივლისს. იმ დღეს, როცა ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებები მივიღე და ბოლო ეთერი მქონდა „რუსთავი 2"-ში. აი, აქ, როცა ამ ფოტოს ვიღებ, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობ, რომ სიტყვებით ვერ ავხსნი.
მაშინვე ჩემს მეგობრებთან გავიქეცი, რომ ეს ტკივილი ოდნავ მაინც დამევიწყებინა... მაშინ არ მქონდა გამბედაობა, რომ თქვენთვის ეს გამეზიარებინა, თუმცა ამ დღემ და ჩემმა გადაწყვეტილებამ საოცრად გამაძლიერა.
ბოლო ეთერზე რომ მივდიოდი, ფოტოც გადამიღია. ვერ ვახერხებდი დამშვიდებას.
არ შეგეშინდეთ ცვლილებების, გაუსწორეთ თვალი თქვენს სურვილებს და პრინციპებს! სამყარო მხოლოდ ერთ შესაძლებლობას არასოდეს გვაძლევს", - წერს გვანცა დარასელია.




⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე აქ დამტოვა, მომასწრო ლევანიკოსთან წასვლა“ - მელიტა ფურცელაძე გარდაცვლილ მეუღლეზე
⭕„ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე
⭕„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი