Digest Logo

„გაიგეეეთ? მე მიმღერის, მე...“ - რას წერს ლელა მიქელაძე მარკუს მეტრეველზე

1722945480
ლელა მიქელაძე

ლელა მიქელაძე - ამ სახელმა და გვარმა წლების წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაიჟღერა და მას შემდეგ ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. ყვითელ მედიაში წერდნენ, რომ ლელა მომღერლის, მარკუს მეტრეველის მეგობარი ქალი იყო და დაქორწინებასაც აპირებდნენ. 

მედიაში ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლელა მიქელაძემ განაცხადა, რომ მარკუსთან იგივე ურთიერთობა აქვს, რაც წლების წინ და მათ შორის, მეგობრობის გარდა არც არაფერი ყოფილა და ყვითელი მედიები უბრალოდ ბევრ ჭორს წერდნენ.

ამჯერად ლელა მიქელაძე მარკუს მეტრეველის ვიდეოს აზიარებს და წერს:

„გაიგეეეთ? მე მიმღერის მე, აჰაჰაააა ისე ამ სიმღერას.

მარკო ბრავო, ეს რომ არ მომესმინა და აქ არ ჩამოვსულიყავი დუბაის შოკოლადსაც, ვერ დააგემოვნებდა ხალხი დღეს.

გაგებაში არ იყვნენ რომელ პლანეტაზე იყო დუბაი.

ხო სხვათა შორის ეს მარკუსის სასტუმროა ესტუმრეთ“,- წერს ლელა მიქელაძე.

მაშინ, 2015 წელს სკანდალური წყვილის ურთიერთობას უფრო დიდი სკანდალი მოჰყვა. მარკუსმა რჩეულს „შმოტკები“ დაუწუნა, რაც მანდილოსანმა არ აპატია.

„პირველად რომ შევხვდი „რედისონში“ ღაჟღაჟა წითელი შარვლით და ღაჟღაჟა წითელი მაისურით მოვიდა შეხვედრაზე, დაცვის ბიჭები თავებს გვერდზე ატრიალებდნენ, ხალხი შოკშო იყო, ლელა ვისთან ერთად შემოვიდა ყავის დასალევადო, მაინც გავანეიტრალე სიტუაცია. მე ადამიანს რა აცვია მაგით არასდროს ვაფასებ, ეს ტაკიმასხარა ჩაცმის კულტურას მე მასწავლის, სასაცილოა რა.. მე არ მიყვარს მარკუს-კონჩისატავით საპირფარეშოების სარკეებში სელფების გადაღება, თორემ კარგად ხედავს ყველა ის ადამიანი, ვისაც ყოველდღიურად ვხვდები, რომ რაც ჩამოსული ვარ რამდენიმე თვის მანძილზე ერთი და იგივე შმოტკა არასდროს მცმია. მე თვითონ ბუნებით ვარ ასეთი, ერთხელ რომ ჩავიცვამ მეორე დღეს არ შემიძლია იგივე სამოსის ჩაცმა. ტუალეტებიდან გამოვიყვანე საშუალება მივეცი, რომ ნორმალურ საზოგადოებასთან ჰქონოდა შეხება და ეს მაიმუნი მე მეჯიბრება და მასწავლის ცხოვრებას და ჭკუას“,- წერდა ლელა სოციალურ ქსელში.

ყოფილი მეგობარი ქალის ბრალდებებს მაშინ მარკუს მეტრეველიც გამოეხაურა:

„მე მინდა, რომ საბოლოო კომენტარი გავაკეთო ლელა მიქელაძესთან დაკავშირებით! მე ვარ ადამიანი, ძლიერი, გაუტეხელი, არაფრის და არავის მეშინია ქვეყანაზე! მხოლოდ საკუთარი ინსტინქტები და გონებით, აბსოლუტურად, ფუნდამენტალურად მტკიცე ჩემს პრინციპებთან მიმართებაში! მათ შორის ქალებთანაც, არასოდეს ვგრძნობდი მათგან სითბოს დეფიციტს, მე ყოველთვის ვიცი, როდის რა უნდა ჩემგან ქალს და როდის, რა სიტუაციაში უნდა მოვექცე ქალს, რომ თავი ქალად იგრძნოს! ამას ვლაპარაკობ მე, „კონჩიტად“ წოდებული კაცი, ხაზს ვუსვამ კაცი, ვინაიდან ჩემი ცოლობის მსურველმა, ლელა მიქელაძემ მე ასე მიწოდა! ერთი ლოგიკური კითხვა მინდა დავსვა: თუ მე კონჩიტად აღმიქვამდი, თუ მე წითელ ფერთან ვმეგობრობდი, თუ მე „გრუზინი“, ჩაცმულობის გამო დამცინოდა, მაშინ ჩემს „ეზოში ღამღამობით რას დადიოდი?“ თუ ჩემი შარვლიდან rise like a phoenix არ გსურდა ჩემო ძვირფასო ლელა? ან კიდევ, ჩემი თავადური და „ოლიმპოსეული“ გენით გამრავლებულიყავი და ამისი დიდი სურვილი გქონდა როგორც მახსოვს? განა მაშინ არ იცოდი? რომ: you wouldn't know me at all... Today? ჩემო „ღირსეულო“, მანდილჩაბრუნებულო ლელა, დაუშვი აფრები, და შეირგე წუთები და წამები, რაც გაჩუქე, მე ბოლო რჩევას გაძლევ, ვინაიდან, დრომ „მითხრა შენ მე მჭირდებიო, ასე რომ, მეგობარს ვერ გავაწბილებ და მეც მას მივყვები“! :დ მინდა გისურვო, ამ ბიზნესში გაძლება და თავის დამკვიდრება და მიხვდები, რა გამოვიარეთ ჩვენ „კონჩიტებმა“, რომ დროსთან „მეგობრობის“ ღირსები გავმხდარიყავით! ეს ის ბოლო ემოციათა გროვაა, რომელიც შენ მომანიჭე ლელა! აბა, შენ იცი! გაგიფრინდა შენი Phoenix! დაბოლოს, ჩემს საყვარელ ჟურნალისტებს მოგმართავთ, ეს ჩემი ბოლო კომენტარია ამ თემასთან დაკავშირებით და აქ იმდენი ყვითელია, რომ ჩემ შეწუხებად, ამ თემის ირგვლივ აღარც ღირს! დიდი მადლობა თქვენ! Regards: Marcus (Conchita) metreveli!“,- წერდა მარკუსი.

თუ რა ხდება აწმყოში მის პირადში, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დღემდე მარტოა, რადგან პირველი ქორწინება ადრეულ ასაკში დაენგრა.

ლელა მიქელაძე: ეს თემა ყველას აინტერესებს, პირად ცხოვრებას არ ვაფიშირებ. შვილი არ მყავს... მე და ჩემს მეუღლეს, ფაქტობრივად, სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევდა გადაადგილება, ეს ცხოვრებაც ისე აეწყო, რომ ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ერთმანეთს დავშორდით. 19 წლის დავოჯახდი და 24 წლის ასაკში განვქორწინდით. წარმოიდგინეთ, მასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არა მხოლოდ მასთან, მის ოჯახთანაც. მეორედ აღარ შემიქმნია ოჯახი, სურვილიც აღარ მქონდა, რადგან ისეთი კარიერული სვლა მქონდა.... ოჯახს კარიერა ვარჩიე.

ლელა მარტო არასდროს არის, მაგრამ პარტნიორებს ხშირად არ ვიცვლი. ფლირტი მომწონს. მე ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი და დიდ ყურადღებას ვაქცევ ოჯახში ცვლილებებს. ახალგაზრდები სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მე თავისებური რიდი მაქვს დედასთან და არ მინდა ისეთი პარტნიორი მყავდეს გვერდით, რომელიც ჩემს ოჯახში შემოსვლას იმსახურებს.  მიუხედავად ჩემი ამ დამოკიდებულებისა, ჩემს პირად ცხოვრებაში არავინ ერევა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე კარგად თავს ჩემ ქვეყანაში ვგრძნობ“ - ბავშვობის ოცნება, ცნობილი ოჯახის შვილობა, მთავარი ღირებულებები და წარმატებული კარიერა - ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან

 „ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

⭕29-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები