Digest Logo

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ქორწინების 5 წლის თავს აღნიშნავენ - „ერ­თმა­ნე­თის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ“

1769178627
გიორგი გასვიანი

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ დაოჯახებას ყველა დადებითი ემოციებით შეხვდა და საზოგადოებამ მათი წყვილი მალევე შეიყვარა.

დღეს მათ ქორწინებიდან 5 წელი გავიდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გასვიანი წერს და ფოტოს აქვეყნებს.

„5 წელი ქორწინებიდან“, - წერს გიორგი გასვიანი. 

წყვილს ერთი შვილი ჰყავს - გალა, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

„მა­რი­ტა პან­დე­მი­ამ­დე ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­დი­ო­და. "ინ­სტაგ­რა­მის" მეშ­ვე­ო­ბით შო­რი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლად ჩემი მე­გობ­რის, ზურა ჯა­ვა­ხი­ას კონ­ცერ­ტზე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ჩვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ი­წყო. გაც­ნო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე აღარ შეგ­ვეძ­ლო. შემ­დეგ მა­რი­ტამ მშობ­ლებს უთხრა ჩვე­ნი ურთიერთობის შე­სა­ხებ და მათ­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მიც­ნობ­დნენ. რო­დე­საც მათ­თან მი­ვე­დი, ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს. მა­რი­ტა თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, ამი­ტომ არ გაჰკ­ვირ­ვე­ბი­ათ მშობ­ლებს, რომ ბედი ხე­ლო­ვანს და­უ­კავ­ში­რა.

რო­მელ ასაკ­შიც უნდა შექ­მნა ოჯა­ხი, ნე­ბის­მი­ერ დროს ხარ ბედ­ნი­ე­რი. მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცდა შე­გეძ­ლოს. პა­ტა­რა ასაკ­ში რომ და­ვო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი, როცა მეტი პრობ­ლე­მა მქონ­და, როცა პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რად სახ­ლიც არ მქონ­და, რად­გა­ნაც დევ­ნი­ლი ვარ, ალ­ბათ უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც არ ვქმნი­დი.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ, ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვი­სუფ­ლად და კარ­გად ვგრძნობთ თავს. სა­ერ­თოდ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რო­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს“, - ამბობდა გიორგი გასვიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕არის თუ არა ბაზარზე ნატურალური ყველი? - რჩევები ირაკლი არაბულისგან

🎥 „შინაგანი რწმენა ბავშვობაში ყოველთვის მქონდა, თუმცა ეკლესიური ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცოდი...“ - რატომ გადაიფიქრა მამა საბა ჭიკაიძემ ექიმობა?

🎥 როგორ შევარჩიოთ ნათლია, შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა? თუ შვიდი ნათლული გეყოლება ცხონდები? - მამა საბას განმარტება