
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ნაკრების ერთ-ერთ წევრი გიორგი ქოჩორაშვილი სამშობლოში ბრაზილიელ რჩეულთან, სანდრა მენდოსასთან ერთად დაბრუნდა.
საქართველოს ნაკრებმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გიორგი რჩეულთან ერთად არის.
ასევე თავად სანდრაც აქვეყნებს ინსტაგრამზე ფოტოს და ქართულად წერს „მადლობა.“
ცნობისთვის, სანდრა გიორგი ყველა თამაშის დროს გულშემატივრობს და ამხნევებს. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, იგი ბორტგამცილებელია და ამიტომაც ხშირად მოგზაურობს.
წყვილმა ერთმანეთი ვალენსიაში გაიცნო.
„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა“, - თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან დაწინაურდეთ იქ სადაც მუშაობთ“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი