Digest Logo

„ისევ ცოლის მშობლებთან ვცხოვრობ“ - გოგა ბარბაქაძე

1640608610
გოგა ბარბაქაძე

მსახიობი გოგა ბარბაქაძე 2003 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე დგას. დიდი მაესტროს, რობერტ სტურუას დადგმულ თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობს. მაყურებელი მას დაუვიწყარი „შუა ქალაქიდანაც“ კარგად იცნობს. 

წარმატებულ კარიერასთან ერთად გოგას იდეალური ოჯახიც აქვს. ამბობს, რომ ცოლშიც გაუმართლა და შვილებშიც.

- გვიამბეთ ოჯახურ ცხოვრებაზე.

– შვილებშიც გამიმართლა და მეუღლეშიც. მგონია, ახლა უფრო მიყვარს ჩემი მეუღლე, ვიდრე პირველ წლებში. დრომ და შვილებმა ძალიან დაგვაკავშირა.

– ოჯახი გადახვედით თქვენს ბინაში თუ ისევ მაიკოს მშობლებთან ცხოვრობთ?

– გაგვიჭიანურდა რემონტი, ჯერ კიდევ მაიას მშობლებთან ვართ.

– გოგა, არ შემიძლია, არ გკითხოთ თქვენი თეატრის მოსკოვური გასტროლების შესახებ, რომელმაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რა იყო თქვენი წასვლის მიზანი ჩეხოვის ფესტივალზე და როგორ ჩაიარა სპექტაკლმა?

- დიდი წარმატებით ჩაიარა. მსახიობებს სხვა იარაღი არ გაგვაჩნია. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და სცენიდან ნათქვამი სიტყვით ვიბრძვით. პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე აკეთონ. რუსეთში დიდი პროპაგანდა მუშაობს, იქ ჩვენ კაციჭამიები ვგონივართ. როცა აჩვენებ ასეთ მაღალ ხელოვნებას, ხვდებიან, რომ ასეც არ არის საქმე.

– რატომ აირჩია რეჟისორმა „თამაშის დასასრული“, რისი თქმა გსურთ მაყურებლისთვის?

– ბატონ რობერტს უყვარს ბეკეტი (სემუელ ბეკეტი – ირლანდიელი მწერალი, დრამატურგ-ექსპერიმენტატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ავტ.), როგორც დრამატურგი, მისი პიესა მანამდეც ჰქონდა დადგმული.

სპექტაკლზე მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ. პიესაში ლაპარაკია სამყაროს დასასრულზე და ეს სიმბოლურად დაემთხვა პანდემიას. „თამაშის დასასრული“ არის მოწოდება და გაფრთხილება ადამიანებისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს პლანეტას.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵„არ ვიცი როგორ მოგვივიდა ეს? დღეს ქეთინო გარდაიცვალა… პირველად გამიჩნდა განცდა, რომ თანამონაწილე ვარ ადამიანის სიკვდილის“ – ვიკა ბუკიას ემოციური პოსტი

🔵„ვისაც დასავლური არაფერი უნდა, უარი თქვას: გარდერობის 90%-ზე - ჩოხა-ახალუხი და ნაბადი, კი ბატონო“ - ზურა ბალანჩივაძე

წყარო: sarkenews.ge