ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილია 12119 ადამიანი.
ტელეწამყვანი ვიკა ბუკია კოვიდით გარდაცვლილ ერთ-ერთ ქალბატონზე სოციალურ ქსელში წერს და ემოციური წერილით ემშვიდობება.
„არ ვიცი როგორ მოგვივიდა ეს? ადამიანები იღუპებიან და ჩვენ ვეგუებით. დღეს ქეთინო გარდაიცვალა. ბუბის ყოფილი ძიძა. კოვიდით. დიდხნიანი ურთიერთობა არ მქონია მასთან, მაგრამ ძალიან, ძალიან მჭიდრო. რამდენიმე თვე ცხოვრობდა ჩვენთან. წარმოიდგინეთ: ის იყო ჩემი სახლის დიასახლისი. ის იყო ბუბის დედაც და მამაც. ახლა სადაც ამ პოსტს ვწერ დამხვდებოდა ხოლმე შუაღამისას: დედა, არ გშია? მე კიდევ სულ ვსაყვედურობდი ღამეს ნუ ათენებ-მეთქი.
თითქოს ცოტა ხანი იყო ეს ქალი ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ისე გამიჭირდა იმის გაანალიზება, რომ ქეთინო აღარაა.. ძალიან, ძალიან. მისი ლამაზი წარწერები მხვდება სახლში, არც მითხოვია ისე ნინიას საჭმლის ქილები გადააქცია, შაქრის, მარილის, მჭადის ფქვილის ქილებად. მოვედი ახლა და ამ წარწერებს ვუყურებ.
შეიძლება არავის არ გაინტერესებთ ახლა ჩემი ღამის ფიქრები. მაგრამ მე უბრალოდ ადამიანი მინდა გაგაცნოთ, და არა სტატისტიკა. ადამიანები არიან ამ სტატისტიკის მიღმა. ქეთინოსაც თავისი ისტორია აქვს. ძალიან დიდი შრომის, გულუბრყვილობის, სიხარულის, დრამის და უკვე სულელურად გარდაცვალების ისტორიაც. პირველად გამიჩნდა განცდა, რომ თანამონაწილე ვარ ადამიანის სიკვდილის. ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ამ ადამიანებისთვის, ვერაფერი.
მშვიდობით, ქეთინო დეიდა“,- წერს ვიკა ბუკია.

აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„სისხლი გაჩერდა ვერაფერს ვერ ვამბობ“ - იმედო ლაცაბიძე გარდაიცვალა
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი