
ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი დღეს, 10 თებერვალს იუბილარია. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
თაკოს ულოცავს დაბადების დღეს გადაცემა „შუადღის“ გუნდი.
„დღეს ჩვენი წამყვანის, თაკო ჩორგოლაშვილის დაბადების დღეა“,- დაწერა გადაცემა „შუადღის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში.
ფოტოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა და ტელეწამყვანმა საზოგადოებისგან უთბილესი კომენტარები მიიღო:
„საოცრად ლამაზი და პოზიტიური გოგო ხართ დალოცვილი ყოფილიყავით“,
„გილოცავ ჩვენო პოზიტიურო გოგო, საუკეთესო წლებს გისურვებ“,
„კარგად მახსოვს შარშანდელი შენი ემოციური დაბ.დღე პირდაპირ ეთერში. შვილიკომ და დედიკომ სიურპრიზი, რომ გაგიკეთეს პირდაპირ ეთერში, რომ არ მოელოდი. ზურასთან ერთად, რომ აღარ მიგყავს გადაცემა სახალისო საყურებელი აღარ არის. დილით თქვენი ცეკვა თქვენი სიმღერა გვახალისებდა დაბრუნდი გვიყვარხარ და გილოცავ“,- წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება თავად იუბილარს, იგი წერს:
„კიდევ ერთი ბედნიერი წელი“, - დაწერა თაკომ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მე თუ ქრისტე მიყვარს, ეს არ უნდა აღძრავდეს მოშურნეობას ბრძოლისათვის...“ - მამა თეოდორე გიგნაძე