Digest Logo

„მშვენიერი ქალი“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ღვინიაშვილი

1788801251
სალომე ღვინიაშვილი

42 წლის მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს, მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

მისი ჩაცმის სტილი, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ამჯერად მან გამომწერებს თურქეთში გადაღებული ფოტოები გაუზიარა.

კადრებმა გამომწერების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა:

„ულამაზესი და უმშვენიერესი“,

„საოცარი ხარ სალომე“,

„მშვენიერი ქალი“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.

მოდელი 3 შვილის დედაა, უფროსი შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა...“ - თაკო მელიქიშვილის ასტრო რჩევები

⭕ ყაბარდო-ბალყარეთში 11 ალპინისტი დაიღუპა

⭕„კოცნით და შეხებით აი ვირუსი (HIV) არ გადადის...“ - ლევან შელეგია მითების შესახებ