
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუასა წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილს 2 შვილი გიო და ნინა ჰყავს.
დღეს, 10 სექტემბერს ნინა მაქაცარია გაქრისტიანდა. ნინას ერთ-ერთი ნათლია, მსახიობი რუსკა ქარქაშაძის მეუღლე ლაშა მოწონელიძეა.
კადრებს ნათლობიდან სოციალურ ქსელში რუსკა ქარქაშაძე და ოჯახის სხვა მეგობრები აქვეყნებენ.
ცნობისთვის, ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა.
მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სალომე შარვაძე დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს - „იბრწყინე ჩემო საყვარელო“