Digest Logo

🎥 ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად ატარებენ - რა კადრებს აქვეყნებს მეგობრების „დუო“

1750166620
ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია

მომღერლების, მარიამ შენგელიასა და ნუცა თოფურიას ერთმანეთთან ურთიერთობა განსაკუთრებული სიყვარულით და მეგობრობით იყო ცნობილი საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროფესიული კუთხითაც ერთად ვითარდებიან და მღერიან, ბოლო პერიოდში მათ შორის თითქოს „შავმა კატამ“ გაირბინა და დისტანციაც კი იგრძნობოდა მეგობრებს შორის. გადაცემებშიც ცალ-ცალკე ჩნდებოდნენ და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო მათი გზები გაიყარა, ამაზე განმარტება არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია. 

ცხადია მომღერალი „დუოს“ დაშლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მომხდარის შემდეგ პირველად, მარიამმა გადაცემაში „ნოესთან“ ნუცასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„არ მეწყინა ნუცას კომენტარი. არავისგან არაფერი არ მწყინს, მათ შორის ახლობლებისგან. არ გაიყო გზები, დღემდე ჩემ გვერდით არის. რატომ ხდება ყველაფრის დრამატიზება ვერ ვხვდები“, - ამბობდა მარიამ შენგელია.

იმ მოვლენების შემდეგ მეგობრების „დუო“ ერთობლივი ვიდეოთი დაბრუნდა და მათმა გამოჩენამ საზოგადოების ეჭვები მათ დაშორებაზე გააქარწყლა.

უბრალოდ იყო რაღაც რთული პერიოდი, როცა ეგრე მოხდა ბუნებრივად, როცა ვერ ვუგულშემატკივრეთ ერთმანეთს ასე საჯაროდ, მაგრამ მე ვიცი, რომ მარიამს სულ გვერდით ვუდგავარ და მთავარია ორივემ ვიცით ის, რომ ძალიან გულწრფელად გვიყვარს ერთმანეთი“, - თქვა ნუცა თოფურიამ ერთ-ერთ გადაცემაში. 

ფაქტია მეგობრების „დუო“ აქტიურად დაბრუნდა. ამჯერად ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირა კურორტზე ატარებენ. 

ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოს სიამაყე შვილი ხარ“ - „მე ხომ შენი ლანდი ვარ“ როლიკო ოქროპირიძის შესანიშნავი შესრულება

🎥 „სოფლის ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს, აქ დილა სხვანაირად თენდება“ - შრომისმოყვარე მეცხვარე ბიჭის ამბავი

⭕ვინ არის ნინა „დრამა“ და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?