Digest Logo

„პირსახოცი გაახვია და იმით სცემა, შემდეგ კი თმით ათრია“ - ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენება ბასილაშვილის წინააღმდეგ

1648746288
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, სპოსრტმენმა ცოლი ხალათითა და ჩუსტებით გარეთ გააგდო.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის დედამ ჩვენება დღეს სასამართლოს მისცა და აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა და  დამამცირებლად ექცეოდა.

„ გაუხვევია ერთხელ პირსახოცი და იმით უცემია, შემდეგ კი თმებით უთრევია... ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან...“, - განაცხადა სიმონიშვილმა პროცესზე.

როგორც მაკა სიმონიშვილი ამბობს ნეკა დოროყაშვილზე ასევე, ბასილაშვილის მშობლებიც ძალადობდნენ.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი 2020 წელს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უჩივის.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რომანტიკა მზის ჩასვლის ფონზე - ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე კალიფორნიიდან ფოტოებს აქვეყნებს

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე

🔵„სიყვარული ყველას უნდა“ - მაკა ზამბახიძის ფოტოსესია ვენახში ქმართან ერთად

🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია