ნიკოლოზ ბასილაშვილი
პროფესიონალ მამაკაც
ჩოგბურთელთა (ATP) მსოფლიო
რეიტინგში ათი საფეხურით
დაწინაურდა და ამჟამად 104-ე
პოზიციას იკავებს. 33 წლის
ქართველმა ჩოგბურთელმა
გასულ კვირას წარმატებით
ითამაშა ჩინეთის ქალაქ
ჩენდუში მიმდინარე ATP-ის
კატეგორიის ტურნირზე.
ბასილაშვილმა
საკვალიფიკაციო ეტაპი
გაიარა, ძირითად ბადეში ორი
შეხვედრა მოიგო და
მეოთხედფინალში გასვლა
მოახერხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
აშშ-ში, სამტერის 125-ქულიან
ჩელენჯერზე ასპარეზობს და
უკვე მეოთხედფინალშია.
ქართველმა ჩოგბურთელმა
მეორე წრეში ამერიკელი
მერფი კესონე სამ სეტში, 2:6,
6:3, 6:1 დაამარცხა.
ერთ-ერთი ყველაზე
გახმაურებული ოჯახური
დავა - ჩოგბურთელ ნიკოლოზ
ბასილაშვილსა და მოდელ
ნეკა დოროყაშვილს შორის,
რეზონანსული საქმე იყო
ქართულ საზოგადოებაში.
რამდენიმე წლის წინ
დაწყებული სასამართლო
საქმე, რომელიც ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ძალადობის
ბრალდებებს მოიცავდა,
საბოლოოდ
ბასილაშვილისთვის
გამამართლებელი განაჩენით
დასრულდა - სასამართლომ
ჩოგბურთელი უდანაშაულოდ
ცნო. სასამართლო პროცესი
საზოგადოებაში დიდი
ინტერესის ფონზე
მიმდინარეობდა და თითოეულ
განვითარებას მედია
აქტიურად აშუქებდა. იმ
პერიოდში ბასილაშვილის
პირად ცხოვრებასაც დიდი
ყურადღება ექცეოდა:
ჩოგბურთელის გვერდით
ხშირად ჩნდებოდა მისი
ახალი მეგობარი გოგონა -
შარლოტა ელენა, რომელიც
თავადაც სპორტსმენია.
ნიკა ბასილაშვილს ერთი
მოგებაღა აშორებს ბორდოს
ჩელენჯერის მოგებამდე. მან
დამაჯერებლად ჩაატარა
ნახევარფინალური შეხვედრა
ნიდერლანდელ ტალონ
გრიეკსპოორთან, 2:0
დაამარცხა და ფინალში
გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
წარმატებით აგრძელებს
გამოსვლას საფრანგეთის
ქალაქ ბორდოში მიმდინარე
ჩელენჯერის ტურნირზე.
მერვედფინალში 33 წლის
ქართველმა ჩოგბურთელმა
მსოფლიოს 52-ე ჩოგანი,
შეჯიბრებაზე მეხუთე
ნომრად განთესილი ფრანგი
ქუენტინ ჰალისი ორ სეტში, 7:6
(9:7), 7:6 (7:4) დაამარცხა.
ერთ დროს, საქართველოს
ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული სპორტსმენი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
კორტებს დაუბრუნდა, დიდი
პროგრესი განიცადა და
რეიტინგში 157-ე პოზიციას
იკავებს, თუმცა მისი მიზანი
კიდევ უფრო მაღალია. 33 წლის
ბასილაშვილი LaGazzetta.ge-ს
ექსკლუზიურად ესაუბრა
ყველა იმ თემაზე, რაც მან ამ
წლების განმავლობაში
გაიარა.
ქართველი სპორტსმენის და
ჩოგბურთელის ნიკოლოზ
ბასილაშვილის ყოფილი
ცოლის, მოდელისა და
ინფლუენსერის ნეკა
დოროყაშვილის მიმართ
ინტერესი ბოლო წლებია
გაზრდილია. უფრო სწორად კი,
ინტერესი ხმაურიანი
სასამართლო პროცესების
შემდეგ გაიზარდა, რაც მათ
დაშორებას მოჰყვა. სწორედ
ამიტომ დოროყაშვილი
მუდმივად საზოგადოების
ყურადღების ცენტრში
ექცევა.