Digest Logo

„ქეთა არავისზე ნაკლები ქართველი არ არის. არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავის სამშობლო...“ - ინტერვიუ ქეთა თოფურიას დედასთან

1654881757
ქეთა თოფურია

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია ძალიან პოპულარულია მისი ცხოვრებაც მუდამ ყურადღების ცენტრშია. ქეთაზე დედამისი, ნატა ბუცხრიკიძე საუბრობს ჟურნალ „სარკეთან“ საუბრობს.

„საქართველოში ყოველწლიურად ჩამოვდივართ. მე ზაფხულობით სამ თვეს სახლში ვატარებ, ზამთარში თბილისში ვარ“.

მისი თქმით, ქეთამ ლევთან ხელმოწერა მოკრძალებულად ჩაატარა.

„ქეთას აღარ უნდოდა დიდი ქორწილი. თეთრი სადედოფლო კაბა, რომელზედაც ყველა გოგო ოცნებობს, პირველი ქორწინებისას უკვე ეცვა“,- ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ ქეთას დედა.

- როგორ რეაგირებს ქეთა, როცა ოკუპანტი ქვეყნის სცენაზე გამოდის და მას ამის გამო აკრიტიკებენ?

– რა თქმა უნდა საწყენია და გულიც გვტკივა, მაგრამ შევეჩვიეთ და ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ. ქეთა არავისზე ნაკლები ქართველი არ არის. არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავის სამშობლო. ყველა მოვლენის საქმის კურსშია და ძალიან განიცდის, თუ საქართველოში რამე ცუდი ხდება.

ის ასევე საუბრობს თუ როგორი დედაა ქეთა.

„გიჟი დედაა, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს კონცერტის მერე, კონცერტის შემდეგ თუ სხვა ქალაქშია, ღამეს არ გაათევს სასტუმროში და იმავე ღამეს მოფრინავს, რომ შვილებს ჩაეხუტოს. დილით ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის . რასაც ძიძა აკეთებს იმავეს აკეთებს ქეთა. უნდა მრავალშვილიანი დედა იყოს. თვითონ მარტო გაიზარდა, სულ ოცნებობდა და ან ძმა ჰყოლოდა. წელს ოლივიას დაბადების დღე ჩვენს აგარაკზე წყნეთში გადავიხადეთ. ჩემმა სიძემ თავისი ხელით შეწვა მწვადები და სტუმრებს გაუმასპინძლდა“,- ამბობს ნატა „სარკესთან“.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

⚪ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები

🔘მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - მამუკა ხაზარაძის პირადი

🔘ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

⚪„მაიმუნის ყვავილი, ვირუსული ჰეპატიტი, ღმერთი ევროპას სჯის“ - თინა კანდელაკი