
მომღერალ თამუნა ამონაშვილის მშობლები განქორწინებულები იყვნენ. როგორც ის ამბობს, მამის ნახვას არავინ უკრძალავდა, თუმცა, ის არასდროს უნახავს. ამონაშვილი „ია ფარულავას კონვერტში“ ჰყვება, თუ რატომ ვერ მოახერხა გარდაცვლილი მშობლის ნახვაც კი.
რა უმძიმესი ფაქტი მოხდა თამუნა ამონაშვილის ცხოვრებაში, რის გამოც მან შვილის ყოლა ვეღარ შეძლო?
„მე უმამოდ გავიზარდე, ალბათ ერთი წლისაც არ ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ. დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მეგრძნო უმამობა. როდესაც წამოვიზარდე, დავიწყე მოქმედება, მინდოდა მისი ნახვა, მაინტერესებდა ვინ იყო... როდესაც ჩემი მშობლები გაშორდნენ, მამა წავიდა კახეთში, არავინ მიკრძალავდა მის ნახვას, მაგრამ ისე მოხდა, რომ არ ვნახულობდით ერთმანეთს. იქ სოფელში ძალიან ბოჰემურად ცხოვრობდა, ხშირად სვამდა და გულით დაიღუპა...
როდესაც გარდაიცვალა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ იქ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი. წავედით მე და ჩემი ნათესავები ავტობუსით და ისე მოხდა, რომ გზაში მგზავრობდა ბავშვი, რომელიც ხშირად ხდებოდა ცუდად, ამ მიზეზით ჩვენ დავაგვიანეთ 3 საათით და როდესაც ჩავედი, უკვე დასაფლავებული იყო, ძალიან ვინერვიულე, რადგან მინდოდა, რომ მკვდარი მაინც მენახა, თუმცა, ვერ მოხერხდა“, - ამბობს თამუნა ამონაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?