Digest Logo

🎥 რაზე გაუბრაზდა მარიამ სანოგოს ბებია - „სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით, ღმერთმა ყველაფერი მოგცა მათ შორის ჯანმრთელობა და რას ებრძვი ღმერთს?“

1721990384
მარიამ სანოგო

ტელეწამყვანი მარიამ სანოგო, გადაცემაში „შუადღე“ ბებიასთან ნატო მაჭარაშვილთან ერთად რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც მათ ერთმანეთის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

კითხვაზე, „ბოლოს როდის და რაზე გაბრაზდა შვილიშვილზე?“, ბებია ასე პასუხობს:

ნატო მაჭარაშვილი: სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით, ღმერთმა ყველაფერი მოგცა მათ შორის ჯანმრთელობა და რას ებრძვი ღმერთს?

მარიამ სანოგო: ადრე, მახსოვს მეგობრებთან ერთად გარეთ ვიყავი, სადღაც ცხრა საათი იქნებოდა და მაშინ გვიანი იყო ასეთ დროს გარეთ ყოფნა, ნუ ახლაც კი გვიანია მაგრამ, (იცინის) და ბებიას მეგობარმა გვნახა. დაურეკა თურმე ბებოს და ბებო გაბრაზდა ძალიან, ეგ მახსოვს მხოლოდ.

მოდელისა და ტელეწამყვანის, ცხოვრება საკმაოდ აქტიურია. სატელევიზიო სფეროშიც თავისი ადგილი დაიმკვიდრა და სამოდელო კუთხითაც ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილე გახდა.

აქტიურ ცოლს ქმარი გვერდით უდგას, რომ საქმიანობაში წინ წაიწიოს. მარიამი ყოველთვის აღნიშნავს მეუღლის, მსახიობ გიორგი ლაშქარაძის, თანადგომასა და ხელშეწყობას. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ მრავალშვილიანი მშობლები იყვნენ.

მარიამ სანოგოს ცხოვრების სხვა დეტალებს „სარკიდან“ შეიტყობთ. 

კარიერა და ოჯახი

არასოდეს მეგონა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ასეთი დალაგებული იქნებოდა. მეც და ჩემი ოჯახიც მობილიზებულები ვიყავით კარიერაზე, ამიტომ ვერც კი ვიფიქრებდი 30 წლამდე დაოჯახებას. რეალურად კი 23 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი და დღემდე ვთვლი, რომ ეს ძალიან ადრეული ასაკია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან დღეს ოჯახი ჩემთვის მთავარი საყრდენია და კარიერაშიც ყველაზე დიდი მოტივატორი და ხელშემწყობია. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ოჯახის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდი.

ოჯახურმა 5-მა წელმა უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა. როდესაც შენ უკან შვილი დგას, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდები. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ჩემი მეუღლე. თუ ოდესმე წარმომედგინა, როგორი იყო იდეალური პარტნიორული ურთიერთობა, ალბათ ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი.

კაცებს ხომ ხშირად ახასიათებთ იმის გაპროტესტება, რომ მეუღლე უფრო დიდ დროს უთმობს კარიერას, ვიდრე ოჯახს. ჩემ გარშემოც ძალიან ბევრ გოგოს უთქვამს უარი კარიერაზე, თავის ინტერესებზე იმის გამო, რომ ოჯახი და ქმარი მოითხოვდა ამას. ჩვენს ოჯახში პირიქით, მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ ერთმანეთს.

ჩემს ქმარს ურჩევნია, ამ დროს მის გვერდით ვიყო, მაგრამ ესმის, რომ ეს ჩემი სამსახურია. პირიქით, აქეთ ვგრძნობ მის მხარდაჭერას და მეუბნება, რომ ბავშვზე არ ვინერვიულო. თვითონაც აქვს ხოლმე რთული სამუშაო გრაფიკი, ქვეყნიდან უწევს წასვლა და ამ დროს მეც ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყო.

პირადი ცხოვრება 

5 წლის შემდეგ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად გამგები გავხდით. ყოფითი პრობლემები ჩვეულებრივად უნდა მიიღო. ჩვენი შვილი უკვე 4 წლის არის და ახლა მთავარი საზრუნავია მისი აღზრდა, სკოლისთვის მომზადება. შესაბამისად, ცხოვრებისეული დავალებებიც უფრო რთულდება, მაგრამ ეს უკვე გაცნობიერებული გვაქვს.

ჩვენს შვილს აუცილებლად ეყოლება დედმამიშვილები. თავადაც ერთი უმცროსი ძმა მყავს, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეუღლეს სამი დედმამიშვილი ჰყავს და ზუსტად იცის, რამხელა ბედნიერებაა ეს, ამიტომ აუცილებლად მინდა, რამდენიმე შვილი მყავდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას გვპირდებიან ვარსკვლავები ზაფხულში - როგორია აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

„ასეთია ჩემი ზღაპრის გმირის ნაჩუქარი პირველი საოცრება, დიდი სიყვარულის სხივი „მამას ჟიფარი“ - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი შვილს

„კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით“ - გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი