
ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ქართველ მარიამ შარმანაშვილზე დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.
საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.
ერთ-ერთი სტუმარი კი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე გახლდათ, რომელიც ქორწილში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ახალმა ფოტოებმა, რომელიც მომღერალმა გამოაქვეყნა „ფეისბუკში“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საქართველოს სიამაყე - ნინო სურგულაძე“,
„დიდებული ნინო სურგულაძე“,
„არაჩვეულებრივად გამოიყურები როგორც ყოველთვის“,
„დიდებული და საამაყო ადამიანი ბრძანდებით ქალბატონო ნინო!“,
„ღირსეული პიროვნებები“,
„ჩვენი სამშობლოს სიამაყე“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე ვეჩვევი, რომ იქით უნდა წავიდე... არ მინდა წასვლა“ - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე სიბერეზე