Digest Logo

„შუა პაემნიდან გავიქეცი, თავხედი, პირდაპირი, გამაღიზიანებელი მომეჩვენა... ცოტნეზე 11 წლით დიდი ვარ...“ - ანა ჯაბაურის ამბავი სიყვარულისა

1671617928
ანა ჯაბაური

„მე რომ ამქვეყნად არ ვიყო შენთვის
შემეცოდები რატომღაც ძლიერ                                                                                                                        რადგან შენს მოვლა პატრონობაში,
ბედ-იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო
ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის“, - წერდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე. არსებობს მომენტები, როდესაც შენს თავს აჯერებ, რომ ის, ის არ არის, მაგრამ არ გამოგდის. არ გამოგდის, რადგან გონებამ რაც არ უნდა იფიქროს, გული სხვა რამეს გეუბნება. მერე კი ხვდები, რომ ეს გულის ძახილი ყველაზე სუფთა, წრფელი და რეალური გრძნობაა.

სწორედ ამ გრძნობას მიუძღვნა ეთერი გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმმა“. მოწვეული ცნობილი თუ უცნობი ადამიანები თავიანთ სიყვარულის ისტორიას ჰყვებოდნენ.

ანა ჯაბაურის ამბავი სიყვარულისა

ანა ჯაბაური საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას შვილის - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე გახლავთ.

„შუა პაემნიდან გავიქეცი, თავხედი, პირდაპირი, მომეჩვენა, ეს მამაკაცი ჩემთვის ნაკლებად გალანტურია-თქო ვიფიქრე.

ერთი 6 თვე არ შევხვედრივარ. შემდეგ ოპერა იხსნებოდა და იქ დამპატიჟა. მივხვდი, რომ შეიცვალა. თითქოს ნიღაბი ჰქონდა, აი, ისეთი ქალბატონებს რომ აღიზიანებთ.

სიყვარული ძალიან უჩვეულოდ ამიხსნა. მითხრა, მიყვარხარ და მეშინია, ეს არის გრძნობა, რასაც ხანდახან დიდი ტკივილი მოაქვსო.

მე ცოტნეზე 11 წლით უფროსი ვარ. თავის ასაკს სულ მალავდა, არ უნდოდა ამხელა სხვაობის აფიშირება. მართლა, რაც ცუდად გახდა მაშინ გავიგე რეალურად ასაკი. სულ მატყუებდა, პირადობაში რაც წერია, დამჭირდა და მაგიტომ დამიწერეს, თორემ უფრო დიდი ვარო.

თავიდან რთული იყო ჩვენი ურთიერთობა. ბევრი გოგო წერდა, მე პატარ-პატარა დეტალებზე ვბრაზობდი, ვალაგებდი ბარგს და მივდიოდი ხოლმე.

ბოლოს ეგეც აღარ იყო. იმდენად შეიცვალა, იმდენად სანდო გახდა ჩემთვის, ყველაფერი დალაგდა. ეს მისი წყალობით მოხდა.

ლექსებს მიკითხავდა, ყველა მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავდით. ამის მერე მივხვდი რომ ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა.

სამწუხაროდ, 2019 წელს ცოტნეს 4 არაადამიანმა ცივი იარაღით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა. 6 თვე პალატიდან არ გავდიოდი.

დერეფანშიც არ მიშვებდნენ, რომ ინფექციები არ გადამეტანა. წელიწად-ნახევარი ასეთ მდგომარეობაში გავატარე. ეს სიყვარულმა გამაკეთებინა, ეს მარტო გრძნობა არაა, ეს ენერგიაა“, - ამბობს ჯაბაური.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა