Digest Logo

„სიმწრით ვითმენ ტკივილს, რომ არავის არაფერი შეემჩნია, მაგრამ...“- რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე 11-ჯერ ტრავმატოლოგიურში

1653908213
თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას  ბავშვობაში თავს გადახდენილ ხიფათებს იხსენებს და ამბობს, რომ  ტრავმატოლოგიურში, სხვადასხვა მიზეზით, ძალიან ბევრჯერ ყოფილა.

„ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ ვიყავი ტრავმატოლოგიურის სტუმარი. თერთმეტჯერ ვარ ტრავმატოლოგიურიდან თაბაშირით წამოსული. ექიმები გაკვირვებულები იყვნენ და მეათედ რომ მოვიტეხე ხელი თუ ფეხი, ხუმრობდნენ, დაამრგვალა და ამით დაასრულებსო, მაგრამ მეთერთმეტედ რომ მივედი, ვეღარაფერი თქვეს. ხშირად მიბრუნდებოდა ხოლმე ფეხი და მერე ხან რა მემართებოდა, ხან – რა.

რამდენიმე წლის წინ აფთიაქის წინ ავტომობილიდან გადმოვედი, ფეხი გადამიბრუნდა და ჩავიმუხლე. ძალიან მეტკინა, მაგრამ ისე შევედი აფთიაქში, რომ არაფერი შევიმჩნიე. უცებ შემოდის უცნობი ქალბატონი, დედიკო, ავტობუსიდან დაგინახე, დაბლა დავარდიო. უცენ ყველას ყურადღება ჩემკენ წამოვიდა. მე ხმადაბლა ვეუბნები: არაფერია, ქალბატონო, ყველაფერი კარგადაა-მეთქი და რას ამბობ, ისე დაეცი, გული გამისკდა და ჩემს გაჩერებაზე კი არა, იმწუთას ჩამოვედი, რომ მენახეო. მე ამ დროს სიმწრით ვითმენ ტკივილს, რომ არავის არაფერი შეემჩნია, მაგრამ ამ ქალბატონის წყალობით, ყველა მე მიყურებდა“, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ფინანსების მოსაზიდად ეს რიტუალი გააკეთეთ“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ეს დღე ფრთხილად გაიარეთ მძიმე ენერგეტიკული დღეა“ - ცაგარელის გაფრთხლება

🔵„ახლა თქვენი დროა - ვერაფერი გაგაჩერებთ“ - ნახეთ, ვის რა გელოდებათ მიმდინარე კვირაში