
ჯორჯ სოროსი - ადამიანი „ფორბსის“ მილიარდერებს შორის, რომლის შესახებაც საქართველოში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. სოროსის ცხოვრების უმთავრესი მიზანი არის იდეა, პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში თავისუფალი და ღია საზოგადოება შექმნას.
სწორედ ამიტომ უკავშირებენ მის სახელს საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში მომხდარ „ხავერდოვან“ რევოლუციებს.
ჯორჯ სოროსის, ნამდვილი სახელი და გვარი დიორდ შვარცია. ის 1930 წელს ბუდაპეშტში, ებრაელების ტივადორ შვარცისა და ერზებეტ სუცის ოჯახში დაიბადა. 1936 წელს ტივადორმა შეიცვალა გვარი და სოროსი გახდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან ყალბი დოკუმენტების წყალობით მოახერხა დაეხსნა საკუთარი ოჯახი ნაცისტური რეპრესიებისგან და 1947 წელს სოროსები, მთლიანი შემადგენლობით, უკეთესი მომავლის საძიებლად დიდი ბრიტანეთის კუნძულზე გადასახლდნენ.
იმ დროს ჯორჯი 17 წლის იყო და მან სწავლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში განაგრძო, რომელიც სამი წლის შემდეგ დაამთავრა. სკოლაში სწავლის პერიოდში ჯორჯს ლექციებს უკითხავდა ავსტრიელი ფილოსოფოსი კარლ პოპერი. პოპერის ხედვა მისაღები იყო ჯორჯისთვის და მომავალში მის მიზნად გადაიქცა პოპერის იდეის განხორციელება – პლანეტაზე ეგრეთ წოდებული თავისუფალი საზოგადოების შექმნა.
სწორედ ამ იდეის ხორცშესხმის მიზნით გახსნა მან უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.
ჯორჯ სოროსმა ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილთან ურთიერთობას „შეცდომა“ უწოდა.
„საქართველოს ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ადრე მხარს ვუჭერდი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ისეთი სანიმუშო ქომაგი აღმოჩნდა ღია საზოგადოების ფასეულობების ერთგულების საკითხში, როგორიც იგი ადრე, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო“, - განაცხადა სოროსმა.
2014 წელს ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელ, ბიზნესმენ ჯორჯ სოროსი, ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია და მაშნდელ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
1956 წელს ტივადორის მეგობრის კავშირების საფუძველზე, ვინმე მეიერი, ჯორჯ სოროსს უოლ-სტრიტზე საბროკერო კომპანიაში მუშაობის დაწყებაში დაეხმარა. სოროსის ამერიკული კარიერა საერთაშორისო არბიტრაჟით ანუ ფასიანი ქაღალდების ერთ ქვეყანაში ყიდვით და მეორეში გადაყიდვით დაიწყო. ჯონ კენედის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ახალი კანონები ამოქმედდა: უცხოურ ინვესტიციაზე დამატებითი გადასახადების შემოღებამ ერთ დღეში გაანადგურა სოროსის ბიზნესი და ის ფილოსოფიას დაუბრუნდა.
1963-1966 წლებში ჯორჯი საკუთარი დისერტაციის გადაწერას ცდილობდა და დაუბრუნდა თავის ტრაქტატს თემაზე „ცნობიერების მძიმე ხვედრი“, მაგრამ ის უკმაყოფილო დარჩა ნაშრომით, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ თავისი ცნობილი მასწავლებლის აზრები გადმოიტანა ფურცელზე და მეტი არაფერი.
ფილოსოფიური საქმიანობის მიტოვების შემდეგ ჯორჯი ბიზნესში დაბრუნდა და 100 ათასი დოლარით საინვესტიციო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელმაც სამი წლის განმავლობაში 4 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.
იმ პერიოდში სოროსმა დააფუძნა ფონდ „დაბლ იგლს“, რომელიც მოგვიანებით ცნობილ „ქვანტუმ ფონდად“ გადაიქცა. ფონდი ახორციელებდა სასპეკულაციო ოპერაციებს, რომლებმაც მის მფლობელს მილიარდობით დოლარის მოგება მოუტანა. 1990-იანი წლების შუა პერიოდში „ქვანტუმის“ კაპიტალი 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
1992 წლის 15 სექტემბერს ჯორჯ სოროსმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინანსური ოპერაცია ჩაატარა, რომელიც სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. მის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელიც ინგლისური ფუნტი სტერლინგის კურსის დაცემაზე იყო გათვლილი, „ქვანტუმმა“ ერთ დღეში მილიარდი დოლარის მოგება ნახა. ამ დღის შემდეგ ჯორჯ სოროსს ოფიციალურად უწოდეს „ადამიანი, რომელმაც ინგლისური ბანკი გატეხა“.
რაც შეეხება ჯორჯ სოროსის პირად ცხოვრებას, ის ორჯერ არის განქორწინებული. მას 5 შვილი ჰყავს. მის სახელს ერთ გახმაურებულ სკანდალს უკავშირებდნენ:
როგორც ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ იტყობინებოდა, 77 წლის ჯორჯ სოროსს, რომლის ამჟამინდელი ქონება 11 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას 29-ე ადგილი უჭირავს „ფორბსის“ მილიარდერთა 2009 წლის რეიტინგში, რომანი ჰქონდა 22 წლის რუსთან, მარინა ცელესთან. როგორც ამბობენ, სწორედ მარინას გამო დაშორდა 63 წლის სიუზანა ვებერი სოროსს.
მარინას გარდა, სოროსს რომანი ჰქონდა 1998 წლის „მის რუსეთთან“, იაროსლაველ ლამაზმან ანა მალოვასთან, რომელიც მან ნიუ-იორკში გაიცნო, ასევე, ნამდვილ დედოფალთან – იორდანიის მეფის, ჰუსეინის ქვრივთან, ესნურთან.
იორდანიის დედოფალი სოროსმა ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო და შემდეგ მათ შორის ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ხოლო ანა მალოვასთან დაშორების შემდეგ სოროსმა თავის ფავორიტს ფეშენებელური ვილა აჩუქა ნიუ-იორკთან ახლოს.
შემდეგ იყო ქორწინება ტამიკო ბოლტონთან. ამერიკელი განათლების კონსულტანტი ტამიკო ბოლტონი ჯორჯ სოროსზე 41 წლით უმცროსი იყო.
ტამიკომ და ჯორჯმა ერთმანეთი 2008 წელს ვახშამზე გაიცნეს. ის იოგას ფირმის მენეჯერია და ფლობს კომპანიას, რომელიც დიეტურ საკვებსა და ვიტამინებს ონლაინ ყიდის.
მათ 2013 წლის 21 სექტემბერს ნიუ-იორკში იქორწინეს. ცერემონიალს 500 ადამიანი ესწრებოდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა კავშირი ჰქონდათ ექსტრასენსებთან საქართველოს პრეზიდენტებს და ივანიშვილს?
ამბავმა სსრკ შეძრა - ქართველი ექიმის და უცხოელი გოგონას ისტორია
ლეგენდად ქცეული მედიკო მებურიშვილის ბუნდოვანი სიკვდილი - ნომენკლატურის მსხვერპლი
⚪ბულვარული ამბები:
ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და აპირებდა თუ არა ის გია ბარამიძის ყოფილ ცოლზე დაქორწინებას?
დაღუპული 14 წლის ძმა, 2 ქორწინება და კარიერა - ეკა კახიანის პირადი