![მომღერალი ლოლა წერეთელი მომღერალი ლოლა წერეთელი](https://digest.ge/uploads/files/2020/11/04/3311/lola-tsereteli_w_h.jpeg)
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლოლა წერეთელი და თორნიკე ბიბიჩაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი სიმღერის პრემიერა შედგა. მოგვიყევით თქვენს ახალ ერთობლივ ნამუშევარზე, როგორია ამ სიმღერის ისტორია? როგორც ვიცი, სიმღერა და-ძმობას ეძღვნება.
ლოლა: სულ ვეკითხები ჩემს მსმენელს, თუ რაზე უნდა დაიწეროს სიმღერა და იმდენი სიმღერა შეიქმნა დედიკოზე, მამიკოზე, ქორწილზე, დაბადების დღეზე, სიყვარულზე ხომ უკვე ლაპარაკი აღარაა, მაგრამ ნამდვილ დაძმობაზე ჯერ არ დაწერილა. ეს არის ძალიან ლამაზი ნამუშევარი დაძმობაზე.
თორნიკე: ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ, როგორც ემიგრანტები, ვიტყვით, რომ ემიგრანტებს ყოველთვის ძალიან ენატრებათ ხოლმე დები, ძმები. ჩვენი ამოცანაც ის იყო, რომ იმ ხალხის გულებამდე მისულიყო ეს სიმღერა, რომელთაც დედმამიშვილები ენატრებათ. მგონია, რომ ყველაფერი გამოგვივა და ხალხი შეიყვარებს ამ სიმღერას.
ვინ იმუშავა სიმღერის ქართულ ტექსტზე?
ლოლა: ქეთი ჩხაიძემ. სიმღერა რომ გავუგზავნე, ნახევარ საათში უკვე მზად იყო ტექსტი. ძალიან თბილად და გულით დაწერა. იქნება ჩვენი მესამე ერთობლივი ნამუშევარიც.
ლალა, რა სიახლეებია შენს სოლო კარიერაში?
ლოლა: ახლა, ჩვენი უნიჭიერესი გოგოს, ქეთი ხუციშვილის 2 სიმღერას ვამზადებ. ზოგადად სიმღერას, რომელსაც ვარჩევ, აუცილებლად სასწაული უნდა იყოს, რომ ყველა მსმენელმა აითვისოს და გულთან ახლოს რომ მივიდეს.
თორნიკე: სხვათა შორის, ლოლას პირველი კრიტიკოსი მე ვარ. როცა ახალი სიმღერები იწერება, ყოველთვის ჯერ მე უნდა წავიკითხო და თუ მომეწონება, მერე ვუთხრა ლოლას, რომ კარგი სიმღერაა და გამოუშვას. ისე, დამჯერი გოგონაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს
წყარო: fortuna.ge