
მატილდა გვარლიანმა ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, იგი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. გვარლიანი აღნიშნულ ჩვენებაში ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ქენდის სვანეპულთან, დაუცენ კრუსთან, ტეილორ ჰილთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა.
მოდელი ნიუ-იორკის, პარიზის თუ სხვა ცნობილ მოდის კვირეულებზე აქტიურად გამოდის და სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებაში იღებს მონაწილეობას.
ამჯერად მატილდა გვარლიანი „ინსტაგრამზე“ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„იმის კეთება, რისი კეთებაც მიყვარს და ვნებივრობ, ბედნიერებაა, მაგრამ ამის გაკეთება ასეთ შთამაგონებელ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად ნამდვილად ახდენილი ოცნებაა.
გმადლობთ სტილისტებს, კასტინგის დირექტორებს, ფოტოგრაფებს, ვიზაჟისტებს, თმის სტილისტებს და ყველა სხვა წარმოუდგენელ კრეატიულ ადამიანს, რომლებიც აცოცხლებენ ხედვას.
რა შეიძლება თქვას ამ გოგომ? თავს იღბლიანად ვგრძნობ. გმადლობთ!“,- წერს მატილდა გვარლიანი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური
⭕„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“- კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან
🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი