
მერიკო კარტოზიას ამერიკული ცხოვრება საინტერესო სიახლეებით გრძელდება. მართალია, შტატებში ამდენ ხანს დარჩენას არ აპირებდა, თუმცა, ფეხზე მიღებულმა მძიმე ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და რადგან დარჩენა გახდა საჭირო, მერიკო ამერიკული ცხოვრების რიტმშიც ჩაება.
იგი აშშ-ში გადაღებისას ძლიერი დაშავდა, მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ იგი ჟურნალ „სარკეს“-თან საუბრობს:
„სამწუხაროდ, ცოტა გაიწელა რეაბილიტაციის პროცესი, ტკივილები კვლავ მაწუხებს. 7 თვე ვიწექი, ამან ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა.
ფეხს კუნთები გალეული იყო. მიწევს ვარჯიში, რომ ჩვეულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს. მარტივი არ იყო ექვს ადგილის გადატეხილი ძვალი და ორი ოპერაცია.
ნელ-ნელა ვდგები გამოჯანმრთელების გზაზე.
წელიწადზე მეტია, ასე პროცესებს გავდივარ, თანაც, უცხო ქვეყანაში, როცა მარტო ხარ და არავის იცნობ“, - ამბობს მერიკო კარტოზია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა
⭕„ასხივებთ ბედნიერებას“ - მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს