Digest Logo

„ვერთობი, თუმცა ბოლოს ისეთი მოიგონეს, გამომიყვანეს წყობიდან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ჭორებზე

1747902827
პაიჭაძე და მამარდაშვილი

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.

მოდელი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და უკვე რამდენიმეა თვეა იქ ცხოვრობს.

იტალიაში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი რჩეული დავით კოდუა, რომელთანაც საერთო შვილი ვიკი ჰყავს.

ამჯერად ალექსანდრა საქართველოში და გადაცემაში „რა ბაზარია“ მის მიმართ სხვადასხვა ჭორების შესახებ საუბრობს. 

მან ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელიც ყვითელი პრესისთვის ერთ-ერთი სკანდალურ თემა აღმოჩნდა - თითქოს მან საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მისი შიშველი ფოტოები გაუგზავნა. 

„ჭორებზე ზოგადად ვერთობი, თუმცა ბოლოს ისეთები მოიფიქრეს და მოიგონეს არაფრიდან, რომ ძალიან გამომიყვანეს წყობიდან, არც მინდა გავიმეორეო ან მე რა დავაშავე, ან იმ ხალხმა რა დააშავა. არ „მევასება“ ბოროტი ხალხი და ბოროტი განზრახვა.... 

სასიამოვნო ჭორი კი ჩემს შესახებ არც გამიგია, გოგოებზე სასიამოვნო ჭორებს არც ამბობენ, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს კაცების კულტი“, - ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაფერს „აკოპირებს“ ჩემგან სარკე ვარ მისთვის...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ქალიშვილზე

⭕„ყვავილების მესამე თაიგული ალექსანდრა პაიჭაძეს ერთ დღეში...“ - დავით კოდუამ რჩეულს პირდაპირ ეთერში უზარმაზარი ვარდების თაიგული აჩუქა

⭕„სამყარო ახალ გზებს გიჩვენებთ, როგორ გადაჭრათ ცხოვრებისეული პრობლემები“ - 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან