Digest Logo

ვის მიუძღვნა და როგორ დაიწერა ლეგენდარული „ცაში ახედე“ - პანჩოს აქამდე უცნობი ისტორია

1644260421
პანჩო

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ პანჩოს „ცაში ახედე“ ლეგენდარული ჰიტია. როგორ მისი ავტორი და შემსრულებელი პანჩო (ლევან მგალობლიშვილი) ჰყვება, ეს სიმღერა ისეთივე თბილ, ლამაზ და სიყვარულით სავსე გარემოში დაიწერა, როგორიც თავად ტექსტი და მელოდიაა. 

თუმცა სიმღერის დაწყებამდე იყო შეყვარებულებთან კონფლიქტი, გაბუტვა და შეხლა-შემოხლა, რომელსაც პირველ რიგში განუმეორებელი ჰიტი მოჰყვა, შემდეგ კი წყვილების ქორწინება.

„ცაში ახედე“ პირველ ცოლს, ჩემს ჯგუფელ მარინა სალუქვაძეს მივუძღვენი. მე და ჩემი ორი ძმაკაცი, ჩვენი შეყვარებულებით წავედით ბაზალეთზე. იქ ვიქირავეთ კოტეჯი და ყველა ერთად ვცხოვრობდით. ჩვენ ბიჭები, რა თქმა უნდა, ვსვამდით, გოგონებს ეს არ მოსწონდათ და გაგვიტეხეს ღვინით სავსე ბანკა, ვიჩხუბეთ. მე და ჩემი ძმაკაცები წამოვედით კოტეჯიდან და ვუთხარით, რომ მაგათთან ცხოვრება აღარ გვინდოდა. წავედით ტბაზე, გავშალეთ „პალატკა“ და მეგობარი გავუშვით სამწვადეზე, ამ ბიჭმა ხორცთან ერთად მოტანა სანთლებიც, თურმე ვიღაც ქალი შეხვედრია, რომელიც სანთლებს ყიდდა და მოკლედ იყიდა რა. იქ შევწვით მწვადი, ავანთეთ სანთლები, წამოვწექი ტბაზე, ავხედე ცას და დავიწყე სიმღერა, იქვე დაიწერა, კოლექტიურად, მე გავჩუმდებოდი ჩემი მეგობრები გააგრძელებდნენ და ასე რა, სპონტანურად დავწერეთ სიმღერა, შემდეგ გოგონებს რომ ვუმღერეთ შეგვირიგდნენ და შემდეგ ყველამ ვიქორწინეთ“, - ამბობს პანჩო გადაცემაში „ფარული კონვერტი“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უაზრო მარხვით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები“ - მამა პეტრე

🔵ფრთხილად! დიდი გაჭირვება გაქვთ ამ კვირაში - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება და რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე

🔵როგორ უნდა დაიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა?

🔵„თქვენ ახლა ვიდეოში მხედავთ მე, სალაროსთან მომუშავე ევროპროდუქტის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს“ - რატომ იჩხუბეს თანამშრომლებმა

🔵„ლაშამ ერთხელ უკვე დაამარცხა სიმსივნე და ახლა რეციდივის წინაშე დადგა, ვაგროვებთ 8 ათას ლარს, დრო ძალიან ცოტა გვაქვს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლში უცხო პირები შეიჭრნენ