Digest Logo

„ყველაზე თანამედროვე წყვილი“ - ანუკი არეშიძე და კახა კალაძე მილანის ქუჩებში

1724237656
კახი და ანუკი

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. 

ამჯერად, სოციალურ ქსელში ანუკის და მეუღლის, თბილისის მერის კახა კალაძის ფოტოები გავრცელდა, რომელიც მილანის ქუჩებშია გადაღებული.

წყვილი შესანიშნავ ფორმაშია და უამრავი დადებითი კომენტარიც დაიმსახურეს: 

„ყველაზე თანამედროვე წყვილი“, 

„საყვარელი წყვილი“, 

„ვახ, რა კარგები ხართ“, 

„ბედნიერება არ მოგკლებოდეთ“, 

„სუპერ წყვილი“, - წერენ კომენტარებში.

ნუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:

„მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.

წყვილს 3 ვაჟი ჰყავს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ალენ დელონის ოჯახმა უარი თქვა მისი 10 წლის ძაღლის „დაძინებასა“ და მსახიობის გვერდით დაკრძალვაზე - The guardian

⭕„უამრავი ფიქრის დრო მქონდა შვებულების დროს, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავიგე თავიდან და ბევრი რამ ვისწავლე...“ - გიორგი ჯაჯანიძე

⭕ნატა ბერეჟიანი შვილების ფოტოებს აქვეყნებს - როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს და-ძმა