Digest Logo

🎥 „ბავშვი 3 წლის იქნებოდა რომ გაშორდნენ. თუ არ უნდოდა, რაღას მოკლა“ - მოკლული ქალის ახლობლების პირველი კომენტარი

1686069755

თბილისში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე 27 წლის მარიტა მაზიაშვილი თოკით გაგუდა.

მომხდარზე პირველი კომენტარი მოკლული ქალის ახლობლებმა ჟურნალისტებთან გააკეთეს.

„ბავშვი 3 წლის იქნებოდა რომ გაშორდნენ, ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. თუ არ უნდოდა, რაღას მოკლა.

თოკებით დაახრჩოო და გადააგდო ციხესთანო“, - ამბობენ მოკლული ქალის ახლობლები.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიყვარხარ უგონოდ“ - ქეთა თოფურიას ქმარი იუბილარია

„რევოლუციაა მოზარდების შემართებაში. ჩემს კითხვაზე -„ხვიჩა უნდა გახდე? ანთებული თვალებით მპასუხობენ“ - რას წერს ზეინაბ დიასამიძე

„გოგომ დაწერა რამეს ხომ არ მირჩევთ, რა ვქნათო... დღეს ყოფილი ქმრის მიერ გაგუდული და ხევში გადაგდებული იპოვეს“ - ნინია კაკაბაძე