გადაცემა „ნიკოლოზის კითხვები“ ახალი სეზონით 4 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ბრუნდება. პირველი სტუმარი მსახიობი გიორგი ყიფშიძე იქნება, რომელიც მამასთან გადამხდარ ამბავს გაიხსენებს.
„ეგ იყო პირველი შემთხვევა, როცა პირველად და უკანასკნელად მამაჩემმა ხელი დამარტყა. მეძებდა, ისე შერცხვა, ფერი დაკარგა და რომ დამინახა ხელუკუღმა გამცხო“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.