20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, არსებობს საფრთხე, რომ მეზობლები, არც ერთ მისამართზე თავდამსხმელის დასვენების უფლებას ოჯახს არ მისცემენ.
„არავინ მპასუხობს საერთოდ, ვრეკავ და არავინ მპასუხობს... როგორც ინფორმაცია მივიღე, გვამს არ იღებენ მანავშვი, არც ამ კორპუსებში... ოთხი მიცვალებულია კორპუსში, მაგას ვინ მიიღებს? არ მოვიდეს აქამდე მიცვალებულიო. აქ მიღებაზე ჩვენ ვიქნებით ალბათ წინააღმდეგები. რა უნდა აქ? ყველას გვეშინია, მიცვალებულისაც კი გვეშინია. გამწარებული მშობლები არიან, შვილები დაუხოცა“, - ამბობს ადგილობრივი მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.
ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: