საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთში გამოქვეყნებულ COVID-19 ის მე-2 და მე-5 ტალღების სტატისტიკას ასაჯაროებს.
„გამოქვეყნდა საფრანგეთში COVID-19 ის მე-2 და მე-5 ტალღების სტატისტიკა, შემთხვევების სიხშირის, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლების შედარებით.
ამჟამინდელი მე-5 ტალღის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა შარშანდელი მე-2 ტალღის დინამიკის ანალოგიურია, ამასთან, წლევანდელმა სიხშირემ უკვე გადააჭარბა შარშანდელი შემოდგომის მე-2 ტალღის პიკს.
სამაგიეროდ, საავადმყოფოში მოხვედრის და რაც მთავარია, გარდაცვალების მაჩვენებლები დაახლოებით ორჯერაა შემცირებული და ესაა მთავარი.
შარშან შემოდგომაზე უკვე მეტ-ნაკლებად ერკვეოდნენ კოვიდის კლინიკური ფორმების მართვასა და მკურნალობაში. მას შემდგომ, ამ მხრივ დიდი არაფერი შეცვლილა.
ერთადერთი სიახლე ვაქცინაციაა, რომელიც იანვარში დაიწყო და დღეისათვის მოსახლეობის 80%-ზე მეტი 2 დოზითაა აცრილი, ხოლო 20%-ს უკვე "ბუსტერი" აქვს გაკეთებული და სწორედ ამის წყალობითაა შემცირებული კოვიდის საშუალო და განსაკუთრებით მძიმე ფორმებით დაავადება, რაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი კლებაც ამით აიხსნება ძირითადად.
დიახ, აცრილებიც ავადდებიან კოვიდით, განსაკუთრებით მე-2 დოზის გაკეთებიდან 5-6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, მაგრამ როგორც წესი, საავადმყოფოში არ ხვდებიან და ესაა მთავარი, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა აღარ ხდება.
„ბუსტერის" გაკეთება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგადად ავადობას. „ომიკრონის" შესახებ ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 2-ჯერ აცრა და განსაკუთრებით „ბუსტერის" გაკეთება ასევე ამცირებს ამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
ასე რომ, დასკვნის გაკეთება ადვილია. აიცერით!", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რა რეკომენდაციებს გასცემენ ასტროლოგები 19 დეკემბრის ბოლო სავსემთვარეობასთან დაკავშირებით
VIDEO: დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ, პორნო ფილმში ითამაშებდით? - ლევან სუხიტაშვილის სკანდალური პასუხი
როგორ გამოიყურება ცნობილი ადამიანების ნაძვის ხეები და როგორია მათი საახალწლო განწყობა (ფოტოები)
რა ფერის ტანსაცმელი ჩავიცვათ ახალ წელს - წყლის ვეფხვის საყვარელი ფერები