ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მძიმე დეკემბერს პროგნოზირებს.
მისი თქმით, კოვიდის მე-5 ტალღა დეკემბერში უფრო გაძლიერდება, ამას კი ყველა მომზადებული უნდა შეხვდეს.
„იმედია, ახლა მაინც მიხედავთ საქმეს.
კოვიდის მე-5 ტალღა საქართველოში უფრო გაძლიერდება დეკემბერში და ყველა უნდა შევხვდეთ მომზადებული
ბაღები უნდა დაიკეტოს სკოლები და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე
ყველა ოფისი, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე.
კოვიდ სტატუსი უნდა დაინერგოს რაც შეიძლება, მალე სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებულო.
ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო, სასწავლო, სერვისს (კაფე, მაღაზია, სალონები, მიტანის სერვისები, ბანკები, და ასე შემდეგ) სექტორებისთვის.
ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერ-ბიონტეკი) როგორც ეს გააკეთა თურქეთმა (ბუსტერების ჩათვლით).
დისტანცია უნდა იყოს სავალდებულო.
ანტივაქსერული მოძრაობების ორგანიზატორებს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა წაუყენოს ბრალდება „ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში”
რეანიმაციული საწოლები უკვე გადატვირთულია, დეკემბერში კი ჟანგბადის და რეანიმაციული საწოლების დეფიციტი იქნება.
ნეგატიური და უაზრო კომენტარები დაუტოვეთ ვინმეს სხვას
მე გაფრთხილებთ და არ გაშინებთ, თუ თქვენ გინდათ, იცხოვროთ ტყუილში, კი, ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, მასიური მკვლელობისკენ მოწოდებაა, ამას ჰქვია ჩვეულებრივად მკლელობა
გეყოთ სისულელეების, „ბრძნული“ აზრების გაზიარება და „რჩევების” მიცემა. ეს შეგიძლიათ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აკეთოთ “- წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე
🔵„დაიწყო გლობალური ომი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე