ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „იმედის ეთერში“ აცხადებს, რომ მეხუთე ტალღის მძიმე მიმდინარეობას საქართველოს მოსახლეობა ხელს უწყობს. მისი თქმით, მთავრობამ შეზღუდვები არ უნდა შემოიღოს და არსებული რეგულაციები მკაცრად გააკონტროლოს.
ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ სიტუაცია საგანგაშო და საყურადღებოა.
„ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ასეთი კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი პროცენტი აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული, მაინც დიდია საქართველოსთვის.
დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე ტალღა იყო. კატეგორიული უარი გვაქვს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი ვაქცინა ტარდება და ეს არის მიზერული რიცხვი. მეორე მხრივ, უარია პირბადის ტარებაზე. 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, არამედ - არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი
3 436 ინფიცირება, 4 483 გამოჯანმრთელება, 43 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში
(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა
VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი