Digest Logo

„ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში პანდემია დასრულდება“ - ივანე ჩხაიძე

1644733695
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, გაზაფხულზე პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

„ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი საქართველოში, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება „ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. „დელტა“ არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში.

ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში „დელტა“, მათი რისკი „ომიკრონით“ ინფიცირებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი“, – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით