Digest Logo

„შეგვეძლება ვთქვათ, რომ კოვიდის მე-6 ტალღა ჩამთავრების სტადიაშია“ - ჩხაიძე

1644571931
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით,თუ მომდევნო სამშაბათს 26 ათასზე მეტი ინფიცირება არ იქნება, შეგვეძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია.

მედიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს საქართველოსთვის პიკური მაჩვენებელი.

„2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 ათასზე მეტი შემთხვევა არის ჯერჯერობით საქართველოსთვის მაქსიმუმი და გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს ჩვენთვის პიკი, რადგან მომდევნო დღეებში ჩვენ ვხედავთ შემთხვევების შემცირებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული გამოცდილება, როცა პიკურ მაჩვენებლის შემდეგ, შემთხვევების შემცირებას მაშინვე მოჰყვა კიდევ ერთი ტალღა.

ჩვენთვის რა თქმა უნდა, საუკეთესო სცენარია თუ მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა და დაღმავალ მრუდზე ვართ, ამაზე პასუხს მომდევნო 1 კვირა გაგვცემს, თუ მომდევნო სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი იყო არა უფრო მეტი ვიდრე 26 ათასი, შეგვეძლება ვთქვათ რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია”, – აღნიშნა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თეატრმა ჩემი შეხედულებების გამო „სასჯელი“ დამიწესა... მოიხსნა ყველა სპექტაკლი, რაშიც ვმონაწილეობდი“ - იოსებ ხვედელიძე

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდეო - რომ იცოდეს, რა უბედური იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი“ - ემოციური ამბავი ემიგრანტზე

🔵„დედაჩემი ნირიახა ქალია, არაფერს აკეთებს, მე თუ ვალაგებ , მძ*ნეროს და ძროხას მეძახის“ - ამბავი დედა-შვილის კონფლიქტზე

🔵„ქართველი გოგონები ტიკტოკზე ლაივით არჩევენ საქმეებს, ტირიან, ჯღავიან, იგინებიან, იმუქრებიან“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი