ქართველი ნევროლოგი, დავით მრელაშვილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაშია დასაქმებულია ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს.
„შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ ფაიზერს დაველოდო.
ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს მათთვის მარტივად ვიტყვი:
***
სინოვაკით აცრა (რაც უკვე საქართველოში შესაძლებელია) დღეს, გაცილებით (!) უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ბოლომდე ვიდრე თუნდაც ორი კვირის მერე პფაიზერით აცრა***.
ის ვისთვისაც ეს დაუჯერებლად ჟღერს, ქვემოთ ავხსნი მე-8 კლასის მათემატიკის დონეზე.
ეს დასკვნა ეფუძნება გარკვეულ ფაქტებს. და ეს ფაქტები არის დღესდღეისობით არსებული სამედიცინო ლიტერატურიდან ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო და ავტორიტეტული წყაროებიდან როგორებიცაა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, New England Journal of Medicine.
ეს ფაქტები და დაშვებებია შემდეგი:
- პფაიზერი უფრო ეფექტური ვაქცინაა და უკეთ (უფრო მეტ პროცენტში) იცავს ხალხს კორონავირუსის ინფექციისგანაც და მისგან სიკვდილისგან, ვიდრე ჩინური ვაქცინა. ეს ნამდვილად ასეა, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის, რომ ჩინური უფრო ეფექტურიაო არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სწორედ ამ სიმართლეს შეჰყავს შეცდომაში ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფაიზერს „ელოდებიან“.
- უახლესი კვლევის საფუძველზე ერთი და იმავე ქვეყანაში და პოპულაციაში და იმავე დროის პერიოდში (რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინტერპრეტაციისთვის) შედარდა პფაიზერის და „სინოვაკის“ (ჩინური) ვაქცინების ეფექტურობა. როგორც მოსალოდნელი იყო პფაიზერი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე სინოვაკი.
- მაგრამ როგორც ამერიკელები ამბობენ - „ეშმაკი დეტალებშია დამალული“. ეს განსხვავება ამ ორ ვაქცინას შორის ძირითადად იყო მსუბუქი ფორმების ხარჯზე. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია - სიკვდილისგან და კრიტიკული ფორმებისგან დაცვაში განსხვავება გაცილებით მცირე დაახლოებით 5 პროცენტი იყო: 91% დაცვა პფაიზერისგან და 86% „სინოვაკისგან“. ეს უკანასკნელი კვლევა ჩილეში ჩატარდა, სადაც ბრაზილიური შტამია დომინანტური, თუმცა მანამდე არსებული კვლევებშიც (სხვა შტამებზე) მსგავსი პროპორციებია - პფაიზერი ლიდერობს მნიშვნელოვნად სიმპტომურ ინფექციების პრევენციაში, თუმცა მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობაზე სინოვაკი (და სხვა ვაქცინებიც) საკმაოდ უახლოვდება მას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ლოგიკურია, რომ დელტა შტამზეც მსგავსი პროპორციები იყოს დაცული (ამ არგუმენტში გვეხმარება დღევანდელი დიდი ბრიტანეთის სიტუაცია სადაც თითქმის 100% დელტა შტამია და მიუხედავად იმისა - ასტრაზენეკას მიერ სიკვდილიანობის 90%-ით შემცირება).
- ვაქცინის „ეფექტურობაზე“ რომ საუბრობენ, სტანდარტულად იგულისხმება სიმპტომური ინფექციისგან პროცენტული დაცვა (რომლის დიდი პროცენტიც მსუბუქი ფორმაა). ამას გარკვეულ წილად შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რადგან მგონი ყველა ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინა სიკვდილისგან დაიცავს თუ არა, ვიდრე ის რომ მსუბუქი სურდოს მსგავსი ინფექცია ექნება თუ არ ექნება.
- ვაქცინისგან სრული დაცვა (ზემოთ მოყვანილი პროცენტები) საერთაშორისოდ მიღებულია, რომ ყალიბდება მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ.
ახლა კი მათემატიკაზე გადავიდეთ:
პირობითად რომ ავიღოთ რომ ვაქცინის გარეშე (დაუცველი) გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი *ყოველთვიურად* 100%-ია (ან 100, მარტივი გამოთვლისთვის). ეგ ნიშნავს რომ პფაიზერით ორჯერ აცრილ პოპულაციაში ეს იქნება 9 ადამიანი (91%-ში იცავს სიკვდილისგან, 100-91 = 9). სინოვაკის შემთხვევაში ეს იქნება 14 (100-86 = 14)
ეს ნიშნავს რომ ახლა (ივლისის შუაში) რომ აიცრას ადამიანი და შემდეგ მეორე დოზა აგვისტოს 15-ში, 1 სექტემბრისთვის უკვე სრული დაცვა ექნება. ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი - თითოეულ თვეში სიკვდილიანობა იქნება 14. სულ 14+14+14+14= 56 (ნაცვლად აუცრელების 400-სა იგივბე პერიოდში)
ორი კვირის რომ „დაველოდოთ“ და მერე პფაიზერით ავიცრათ (დაუჯერებლად კარგ შემთხვევაში რომ პფაიზერი იქნება იმ დროს) სურათი ასეთია.
სექტემბრის პირველი ორი კვირა ჯერ კიდევ დაუცველია პაციენტი. ანუ, თუ მთელ სექტემბერში აუცრელი პაციენტი 100 კვდებოდა, პირველ ნახევარში მოკვდება 50, მეორე ნახევარში 4.5 (ცხრის ნახევარი), ნუ დავამრგვალოთ პფაიზერის სასარგებლოდ 4. ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში 9-ები. ანუ სულ ჯამში: 50 + 4 + 9 + 9 + 9 = 81
შედეგი ასეთია,
***
თქვენ დღეს რომ აიცრათ ჩინურით 45%-ით მეტად ხართ დაცული წლის ბოლომდე კორონათი სიკვდილისგან*** ( (81 – 56 ) / 56 *100= 45%).
რა თქმა უნდა ეს გამარტივებული გამოთვლაა რომ პოსტი წაკითხვადი იყოს, და მრავალი წვრილმანი ფაქტორის დამატება შეიძლება (მაგალითად ნაწილობრივი დაცვა პირველი დოზისგან ორივე ვაქცინის შემთხვევაში). თუმცა რომც გავითვალისწინოთ ის წვრილმანები - ამხელა 45%-ს დიდად ვერ შეცვლის. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი რომ ორ კვირაზე მეტი ხანი ვინც ელოდება ფაიზერს ეს ციფრი გაცილებით იზრდება (ერთ თვეში უკვე 100%-ზე მეტია).
მე აქ რომელიმე ვაქცინას კი არ ვუწევ აგიტაციას - უბრალოდ ის ერთი შეხედვით „უხილავი“ ციფრები გამომყავს სააშკარაოზე, მათთვის, ვინც დაბნეულია, და ვისაც ჯერჯერობით არ უნდა ღმერთთან (ან უარეს შემთხვევაში ეშმაკთან) შეხვედრის კორონა-ლატარია მოიგოს რასაც ყოველთვიურად 600 ადამიანი იგებს საქართველოში.
როგორც ბიძინა იტყოდა: აიცერი“, - წერს მრელაშვილი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დიტო ტატიშვილის სახელობის აუზი დადგეს
„ძველ ბიჭებს და ქურდული გაგების ხალხს უპირობოდ სჯერათ, სასწაულია, გააზიარეთ“