ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსზე წერს.
მისი თქმით, აცრილის იმუნიტეტი 5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი.
„ვისაც გგონიათ რომ გადატანილი კოვიდი სამუდამოდ გიცავთ… კვლევები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და აჩვენებენ, ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი 5-ჯერ უფრო ეფექტურად ამცირებს რეინფექციის შანსებს, ნატურალურ იმუნიტეტთან შედარებით.
დაუჯერეთ მეცნიერებას. 21-ე საუკუნეა, მკითხავებს, მჩხიბავებს და კონსპირაციის თეორიის ავტორებს ნუ გადააწყვეტინებთ თქვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ბედს.
სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა გირჩევთ, აიცერით. ვაქცინაციის თანმხლები რისკები მნიშვნელოვნად დაბალია კოვიდით ავადობის რისკებთან შედარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური დაცვა საქართველოსნაირი სუსტი ჯანდაცვის და ღარიბი საცხოვრებელი პირობების მქონე ქვეყნებში“,- წერს ნანა გეგეჭკორი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება
🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა